reportiori.ge - მატყლი - უნიკალური მასალა ჯარისკაცების ტანისამოსისთვის...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:31
სხვადასხვა
მატყლი - უნიკალური მასალა ჯარისკაცების ტანისამოსისთვის...
ავტორი:
04 ივნისი, 2015. 03:19



 

რთვისა და ქსოვის კულტურას საქართველოში დაახლოებით 7 ათასი წლის ისტორია აქვს.

მატყლი და მცენარეული (სელი, კანაფი) საქსოვი ნედლეული ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ 4-5 ათასი წლის წინ გამოიყენეს. საფეიქრო ნაწარმის მაღალი კულტურით საქართველო მთელ ანტიკურ სამყაროში იყო ცნობილი. ქსოვილები (სელი, ბამბა, აბრეშუმი, მატყლი) ისე უხვად იყო წარმოდგენილი, რომ ქვეყანა მათ ექსპორტსაც ეწეოდა. ძველ საქართველოში ხელსაქმის დაწინაურებას უმაღლესი ხელისუფლება და არისტოკრატული წრე აძლევდა სტიმულს. როგორც ცნობილია, თვით მეფე თამარიც ხელსაქმობდა და თავის "ნამაშვრალს" გლახაკთ ურიგებდა...


მოთხოვნა ქართულ საფეიქრო ნაწარმზე დღესაც არსებობს, თუმცა, მწირია მიწოდება, რადგან "ექსპორტს" მეწარმეები მხოლოდ ინდივიდუალურად თუ ახერხებენ.... ხალხური საფეიქრო ნიმუშების ქვეყნიდან სისტემურად გატანისთვის, პირველ რიგში, მეცხვარეობისა და მეაბრეშუმეობის მიმართ ყურადღებაა საჭირო. ეს კი ქვეყნის არა მხოლოდ საიმიჯო, არამედ ეკონომიურ განვითარებას შეუწყობდა ხელს...


ხალხური რეწვის დარგში ხუთი წიგნის ავტორს, ნანული აზიკურს "არც კი ახსოვს", როდის დაიწყო ხელსაქმე... ალვანში გაიზარდა. როგორც იხსენებს, დედა და ბებია გამუდმებით ქსოვდნენ და ეს საქმე მან ბუნებრივად შეითვისა... ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეთნოგრაფიამ გაიტაცა და მუშაობა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაიწყო. 2006 წელს "სამეცნიერო კერების საყოველთაო ნგრევისას" მეცნიერ-მუშაკი სამსახურიდან პენსიამდე დაითხოვეს. ამის შემდგომ, სამეცნიერო თუ პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად დედისა და ბებიის ნასწავლ საქმეს უფრო ინტენსიურად მიუბრუნდა... ქალბატონი ნანული ქვეყნის უძველესი ტრადიციის გადარჩენა-შენარჩუნების საქმეს მცირე ბიზნესს უთავსებს და ხალხურ საფეიქრო ნიმუშებს მსურველებს როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ აწვდის...


- მოსკოვში კრებულ "ქართველებში" დასაბეჭდად ოთხი ეთნოგრაფიული სტატია მაქვს გადაცემული. ისინი ქართულ ნაგაზს, მხატვრულ ქსოვილებს, ქართულ ხალხურ კოსტიუმსა და მენაბდეობას შეეხება. სამი სტატია კი ამერიკაში, საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნში დაიბეჭდება. სასტამბოდ ბევრი წიგნი მაქვს გამზადებული. იმედია, ნელ-ნელა ისინიც იხილავენ დღის სინათლეს. ჩემი ძირითადი საქმიანობა პედაგოგობაა. მუზეუმში - "ღია ცის ქვეშ" ფარდაგების ქსოვას ვასწავლი. 90-იან წლებში, როცა ყველას უჭირდა, მსურველებს უსასყიდლოდ ვასწავლიდი ხელსაქმეს და ეს დღემდე ასე გრძელდება. გარდა ამისა, მცირე ბიზნესი გავაფორმე და ხელით დამზადებულ ნაწარმს მაღაზიებში ვაბარებ. ვარ წევრი "ქართული ტექსტილის ჯგუფისა", რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს რეგიონებში ხალხური რეწვის დარგების (ქსოვა, ქარგვა, თელვა) აღორძინების საქმეში. ჯგუფმა მრავალი პროექტი განახორციელა, სადაც პედაგოგის ან კონსულტანტის სტატუსით ვმონაწილეობდი. გარდა ამისა, კონსულტაციებს დედათა მონასტრებში ვატარებ.




http://www.bpn.ge/biznesi/



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016