reportiori.ge - სააკაშვილის „შავიზღვისპირეთის შარმ-ელ-შეიხი“ ნაგავს მიაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:22
რეგიონები
სააკაშვილის „შავიზღვისპირეთის შარმ-ელ-შეიხი“ ნაგავს მიაქვს
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 12:36

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურებულია. სანაპირო ზოლის ამ ნაწილში შავ ზღვას მდინარე ენგური უერთდება. როგორც TSpress-თან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, როცა რამდენიმე დღე წვიმს, სანაპიროს ზოლზე ყოველთვის ასეთი მდგომარეობა.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მდინარე ენგურში ჩაედინება მდინარე ჩხოუში, სადაც ქალაქის ნაგავი იყრის თავს ეს ყველაფერი კი მდინარე ენგურით შავ ზღვაში ჩადის. ზღვა კი ყველაფერს ნაპირზე რიყავს.


„ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ანაკლიაშია. ხიდს იქით, ანუ განმუხურში სანაპირო ზოლზე სისუფთავეა. ეს ენგურისა და მდინარე ჩხოუშის დამსახურებაა. თუმცა ჩვენი სამსახურები სანაპირო ზოლს ინტენსიურად ასუფთავებენ, გუშინ უკვე მიმდინარეობდა დიდი მანქანებით ნაპირის დასუფთავება", - აცხადებენ გამგეობაში.


ანაკლია- განმუხურის საზღვაო კომპლექსი 2011 წლის აგვისტოში ზარ-ზეიმით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც პრეზედენტმა გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, ანაკლია „შავიზღვისპირეთის შარმ-ელ-შეიხი" გახდებოდა. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016