სპორტი
U21 სან მარინო - საქართველო 0:3
ავტორი: გიორგი ჩიქობავა
04 ივნისი, 2015. 12:09
გუშინ საქართველოს 21-წლამდელებმა ევროპის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარეს სან-მარიონელ თანატოლებთან და ანგარიშით - 3:0 იმარჯვეს.
შეხვედრის პირველი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა, რომელიც დავით უბილავას ჩაწოდებულს გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად, ჩვენების შეტევებით განახლდა და მატჩის 58-ე წუთზე ულამაზესი გოლის მომსწრენი გავხდით - აბურჯანიამ ჩინებული პასით კაჭარავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მანაც მოხდენილი მოძრაობით ქუსლით გაიტანა გოლი და საქართველოს უპირატესობა ორბურთიანი გახადა. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე პაპუნაშვილმა დააფიქსირა - 3:0.
ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მომდევნო მატჩს 3 სექტემბერს ხორვატ თანატოლებთან გამართავს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19