„ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 5 ივნისს ბერლინში ლუიშ ფიგუ კატალონიური კლუბის ლეგენდებში ვერ ითამაშებს, ამის მიზეზი თავად „ბარსას" მოთხოვნაა.
როგორც ცნობილია, 5 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, UEFA-ს ორგანიზებით, მსოფლიოს ვარსკვლავები „იუვესა" და „ბარსას" ლეგენდებისგან შემდგარ გუნდს დაუპირისპირდებიან. მსოფლიოს ნაკრები ასე გამოიყურება: იენს ლემანი, კაფუ, იური ჯორკაეფი, რობერ პირესი, პრედრაგ მიატოვიჩი, ჯოვანი ელბერი, კლარენს ზეედორფი, რაი, კრისტიან კარამბე, სტივ მაკმანამანი, პიერ ვან ჰოიდონკი, მარკო მატერაცი. „იუვესა" და „ბარსას" ლეგენდების ნაკრები ასეთი უნდა ყოფილიყო: ედვინ ვან დერ სარი, ჩირო ფერარა, ლუიშ ფიგუ, ლუდოვიკ ჟიული, ალესანდრო დელ პიერო, ჯოვანი ვან ბრონხორსტი, ედმილსონი, ფაბიო კანავარო, დავიდ ტრეზეგე, მარკ ვან ბომელი, ჯანლუკა ძამბროტა, დეკუ, ერიკ აბიდალი, კრისტიან ვიერი.
„ბარსელონას" ლეგენდებს შორის ლუიშ ფიგუს მოხვედრამ კატალონიური გუნდის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. კლუბი იძულებული გახდა, UEFA-სთვის ფიგუს ლეგენდებიდან ამოღება მოეთხოვა და საბოლოოდ ასეც ასეც მოხდა.