reportiori.ge - "სიყვარული გზად და ხიდად!"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:31
საზოგადოება
"სიყვარული გზად და ხიდად!"
ავტორი:
04 ივნისი, 2015. 15:58


ჯემალ სეფიაშვილი:

შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია და მღელვარება, ამ სიმღერაზე მუშაობის დროს რომ დამეუფლა. მადლობა პაატა ნაცვლიშვილს. მის მიერ ვეფხისტყაოსნიდან ასეთი რუდუნებით გამოკრებილმა სიტყვებმა თავისთავად დაბადეს ეს მელოდია... კარგად მესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამ გენიალური სტრიქონების თანამედროვე მუსიკაში გადატანას ახლავს...


პაატა ნაცვლიშვილი:

კარგა ხანია მაწვალებდა ფიქრი, თუ რატომ არ არსებობდა სიმღერა შოთა რუსთაველის ტექსტზე. სხვადასხვა დროს ვეფხისტყაოსნიდან განსხვავებული ხასიათის სტრიქონები გამოვკრიბე კიდეც. ბოლოს მათგან ერთ-ერთი, აფორიზმებით გაჯერებული ტექსტი ჯემალ სეფიაშვილს გავუგზავნე ელექტრონული ფოსტით. ჯემალი იმ იშვიათ კომპოზიტორთაგანია, რომლებმაც კარგად იციან ლიტერატურული პირველწყაროს უპირატესობა და მნიშვნელობა სიმღერაში... მალე ტელეფონით დამირეკა, აღელვებას ვერ ფარავდა. ეს რა სასწაული გამოგიგზავნიაო! სულ მალე კი, შინ მიმიპატიჟა, უნდა მოგასმენინოო. მოვისმინე, მაგრამ რა მოვისმინე! თითქოს რუსთაველის თითოეულ სიტყვას ეფერება და ეთაყვანება. თანაც ეს მხოლოდ სულ მცირედი იყო სიმღერის საბოლოო სახისა, როგორადაც ჯემალს იგი წარმოედგინა - სამი სოლისტით, დიდი ორკესტრითა და ვეება შერეული გუნდით. როგორ შეიძლება სიამაყით არ აღივსო იმის გამო, რომ ერთგვარი შუაკაცი აღმოვჩნდი შოთა რუსთაველსა და ჯემალ სეფიაშვილს შორის, რომელმაც, მჯერა, კიდევ ერთი შედევრით გაამდიდრა როგორც საკუთარი, ისე მთლიანად ქართული სასიმღერო შემოქმედება.

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016