სამეფო კლუბის უელსელი შემტევმა გარეთ ბეილმა ესპანეთის დედაქალაქიდან აბარგება გადაწყვიტა, რადგან თავს კომფორტულად ფანების ნეგატიური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო არ გრძნობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონათან ბარნეტი, რომელიც მისი აგენტია, ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, უშუალოდ მისი კლიენტის დავალებით. ერთ-ერთი კი „მანჩესტერ იუნაიტედია".
მანჩესტერელი ნახევარმცველის ფელაინის განცხადებით, დავიდ დე ხეას ინგლისიდან აბარგება ფაქტობივად, გადაწყვეტილია, „წითლებში" კი გარეთ ბეილს ელიან.
„გარეთ ბეილი დიდებული ფეხბურთელი გახლავთ. ბუნებრივია, „მანჩესტერის" ხელმძღვანელობას უელსელის დამატება სურს, თანაც ბეილს ზურგს უმაგრებს გამოცდილება, რომელიც „ტოტენჰემში" მიიღო, მისთვის ბრიტანული ფეხბურთი უცხო არ არის. ინგლისში ბეილს ელიან.
დე ხეა? ის ცოტა ხნის წინ მოვიდა „მანჩესტერში", მაგრამ „რეალში" გადასვლაზე არაერთი ჭორი ვრცელდება. გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს. „რეალში" დავიდს ბევრი ქომაგი ეყოლება", - აცხადებს ბელგიელი.