არჩევნების დღეს პენიტენციურ სისტემაში შესვლისა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ ყველა მედიასაშუალებას მიეცემა.
"მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აუდიო-ვიდეო და ფოტოგადაღების განხორციელების უფლება მხოლოდ საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ექნებათ. აღნიშნული გადაღება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაღება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ მისი თანხმობითაა შესაძლებელი.პენიტენციურ სისტემაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მედიის მუშაობის წესი, პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მესამე ნაწილისა და მინისტრის #176 ბრძანებით დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თვმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა"- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.