სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტს" ბათუმის მკვიდრი, 28 ოჯახი უჩივის. სარჩელი ამჯერად ბათუმის პროკურატურაში კომპანიის დამფუძნებლების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ შევიდა. ხელმომწერები, კომპანიის დამფუძნებლებს ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე სახლში შეტანილი თანხის თაღლითურად გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ.
ვახტანგ რჩეულიშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს რომ, მომჩივანი ოჯახების უმეტესობას თანხა მთლიანად არ დაუფარავთ, მისივე განცხადებით კომპანია გადახდის ვალდებულებას უახლოეს მომავალში, ბათუმის მერიასთან მოლაპარაკების შემდეგ შეასრულებს.
„ამ 28 ოჯახიდან, ვინც სარჩელს ხელი მოაწერა, ფული გადახდილი მთლიანად მხოლოდ რვა ოჯახს აქვს. საბედნიეროდ ბათუმს არ მართავს უგულავას ნაირი ადამიანი, რომელიც ჩვენს დაღუპვაზე იყო ორიენტირებული, ამიტომ საერთო ენას ადვილად გამოვნახავთ. „-აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი