reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: გირგვლიანი მოკლეს და ვეღარ გაცოცხლდება. დროს აქვს თავისი კანონები, რომელსაც ვერ შეცვლი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 08:32
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: გირგვლიანი მოკლეს და ვეღარ გაცოცხლდება. დროს აქვს თავისი კანონები, რომელსაც ვერ შეცვლი
ავტორი: ანა ნოდია
05 ივნისი, 2015. 14:08


საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე სამართლიანობის აღდგენის შესახებ „რეპორტიორს" ესაუბრება:

 

„სამართლიანობასთან მიმართებაში ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია. კლასიკური გაგებით, სამართლიანობის აღდგენა ძალიან იდეალისტური შეფასებაა. შეიძლება, ვინმეს ჰქონდა ილუზია - რაც „ნაციონალური მოძრაობის" დროს გაფუჭდა, ყველაფერი გამოსწორდებოდა. სამწუხაროდ, გაფუჭებულის გამოსწორება ხანდახან შეუძლებელია. გირგვლიანი მოკლეს და ვეღარ გაცოცხლდება. დროს აქვს თავისი კანონები, რომელსაც ვერ შეცვლი.

 

სამართლიანობის აღდგენა, ვისაც გვესმის წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს პროცესი მეტ-ნაკლებად დაწყებულია. თუმცა, სრული მოცულობით ამის რეალიზაცია შეუძლებელია. ამიტომ არის კანონმდებლობაში ხანდაზმულობაც, დროის მსვლელობასთან ერთად პირველადი მდგომარეობის აღდგენა ან რთულია, ან შეუძლებელი. 2012 წელს მოხდა პოლიტიკური ძალის ადეკვატური შეფასება, რომელიც უსამართლოდ ექცეოდა საზოგადოებას. ეს იყო სამართლიანი პროცესი. უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა, მნიშვნელოვნად აღმოიფხვრა.

 

დღეს არავის იჭერენ, არ ათმევენ ქონებას, აღარ არის პოლიტიკური ტერორი, მასმედია თავისუფალია და არცერთ ტელევიზიას არ ემუქრება იმის საფრთხე, რომ ვინმე დაარბევს იმის გამო, რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს. ეს არის უსამართლობის სამართლიანობით შეცვლა. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და ვცდილობთ, სინდისთან და მსოფლმხედველობასთან ვიყოთ მართლები. გამოვასწოროთ ის უსამართლობა, რაც სააკაშვილის დროს მოხდა, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლებლად მიმაჩნია", - აცხადებს ფოფხაძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016