სპორტი
კრიშტიანუ რონალდუ თბილისშია
ავტორი: გიორგი ჩიქობავა
05 ივნისი, 2015. 14:10
საქართველოს დედაქალაქში 4 ივნისს პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩამოვიდა. გუნდს თან ახლავს მსოფლიოს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ.
მოგეხსენებათ, 13 ივნისს პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას ერევანში, სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. სწორედ ამ მატჩისთვის პორტუგალიელები თბილისში ჩამოვიდნენ მოსამზადებლად.
სტუმრები „რედისონ ბლუ ივერიაში" დაბანაკდნენ. გუნდი ვარჯიშს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, თუმცა ვარჯიში მედიისთვის დახურული იქნება.
შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე შემთხვევა, როცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჩვენს დედაქალაქს ესტუმრა. პირველად იგი 2013 წლის 7 ივნისს თბილისის „დინამოს" აკადემიის გახსნას დაესწრო.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19