reportiori.ge - ფიფა-მ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას, დუმილის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5 მილიონი ევრო გადაუხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 10:53
სპორტი
ფიფა-მ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას, დუმილის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5 მილიონი ევრო გადაუხადა
ავტორი:
05 ივნისი, 2015. 14:29


არ წყდება ფიფა-ს ირგვლივ ახალი სკანდალების გახმაურება. BBC-ის ცნობით, ფიფა გარდა იმისა, რომ ქრთამს იღებდა, არამედ გასცემდა კიდევაც.


ფიფა-მ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას 5 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის გამო ასოციაციისთვის სასამართლოში არ ეჩივლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე, საფრანგეთი-ირლანდიის შეხვედრის დროს, გადამწყვეტი გოლის ეპიზოდში ტიერი ანრიმ ხელით ითამაშა, რის შედეგადაც ირლანდია ჩემპიონატს გამოეთიშა. ირლანდიელთა მხარე ამის გამო ჩივილს აპირებდა, თუმცა ფიფა-მ საქმის აღძვრის თავიდან აცილების მიზნით, ქრთამი გადაიხადა. ეს კიდევ ერთი საქმეა ფიფა-ს წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში.


ამის პარალელურად, ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ.



https://www.youtube.com/watch?v=fLUxMRYJAso


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016