არ წყდება ფიფა-ს ირგვლივ ახალი სკანდალების გახმაურება. BBC-ის ცნობით, ფიფა გარდა იმისა, რომ ქრთამს იღებდა, არამედ გასცემდა კიდევაც.
ფიფა-მ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას 5 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის გამო ასოციაციისთვის სასამართლოში არ ეჩივლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე, საფრანგეთი-ირლანდიის შეხვედრის დროს, გადამწყვეტი გოლის ეპიზოდში ტიერი ანრიმ ხელით ითამაშა, რის შედეგადაც ირლანდია ჩემპიონატს გამოეთიშა. ირლანდიელთა მხარე ამის გამო ჩივილს აპირებდა, თუმცა ფიფა-მ საქმის აღძვრის თავიდან აცილების მიზნით, ქრთამი გადაიხადა. ეს კიდევ ერთი საქმეა ფიფა-ს წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში.
ამის პარალელურად, ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ.
https://www.youtube.com/watch?v=fLUxMRYJAso