The Guardian-ის ცნობით „ლივერპულის" ვინგერი, რაჰიმ სტერლინგი მზადა „მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშუროს.
შეგახსენებთ, სტერლინგმა უარყო ახალი კონტრაქტის შემოთავაზება, რომელიც კვირაში 100 ათასს ფუნტს შეადგენდა და საჯაროდ გამოაცხადა, რომ სურს, კლუბი დატოვოს. „წითელი ეშმაკების" თავკაცი ლუი ვან გაალი დიდი ფანატია 20 წლის ინგლისელი ტალანტის. ჰოლანდიელი მწვრთნელი მოხარული იქნებოდა, თუ მას საკუთარი გუნდის შეტევის ხაზში იხილავდა.
მდგომარეობას ართულებს „იუნაიტედსა" და „ლივერპულს" შორის ტრადიციულად დაძაბული ურთიერთობა. ბოლოს მერსესაიდული კლუბიდან „ოლდ ტრაფორდზე", 1938 წელს გადავიდა ალენბი ჩილტონი, მას შემდეგ ტრანსფერი არ შემდგარა.
მანჩესტერელებს რამდენიმე ათეული მილიონის შეთავაზება მოუწევთ და თუ ოფიციალური შეთავაზება გააკეთეს, ეს უკვე ბრძოლაში ჩართვა იქნება. ფეხბურთელით ამავდროულად, „მანჩესტერ სიტი" და „რეალი" ინტერესდებიან.