13 ივნისს, ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ გასვლით მატჩში კახა ცხადაძის თაოსნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. პოლონელები ამ დროისათვის 11 ქულით D ჯგუფს ლიდერობენ და გერმანიასა და შოტლანდიას თითო ქულით უსწრებენ. ისინი საკუთარ მოედანზე საქართველოსთან მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებენ.
„დიდი პრობლემები გვაქვს დაცვაში. დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება კამილ გლიკი, ტრავმის გამო კი - არტურ ერჟეიჩიკი და პაველ ოლკოვსკი. სრული შემადგენლობით მზადებას 8 ივნისიდან დავიწყებთ, რადგან მანამდე პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურია ჩასატარებელი.
უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, შესარჩევ ჯგუფში კარგი მდგომარეობა გვაქვს და გაცუდებას არ ვაპირებთ. მართალია, თბილისში 4:0 მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვარშავაში საქმე გაგვიადვილდება. კარგად უნდა მოვემზადოთ ტაქტიკურად. არა მგონია, რომ ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა ჰქონდეთ. საქართველოს ახალი მწვრთნელი ჰყავს და გუნდი თბილისული მატჩისგან განსხვავებულად ითამაშებს. ვფიქრობ, უფრო მეტად დაცვაზე იქნებიან ორიენტირებულნი", - განაცხადა ნავალკამ.
ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ის სრული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც „ჯვაროსნების" წინააღმდეგ იბრძოლებს.
მეკარეები: არტურ ბორუცი („ბორნმუთი", ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი („სუონსი", ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი („არსენალი", ინგლისი), პრჟემისლავ ტიტონი („ელჩე", ესპანეთი);
მცველები: ტიაგო ციონეკი („მოდენა", იტალია), მარჩინ კომოროვსკი („ტერეკი", რუსეთი), ლუკაშ პიშჩეკი („დორტმუნდი", გერმანია), ლუკაშ შუკალა („ალ-იტიჰადი", არაბეთის გაერთიანებული საემიროები), მიხალ პაზდანი („იაგელონია"), ლუკაშ ბროზი („ლეგია"), რაფალ იანიჩკი („ლეხია"), ტომაშ კეზიორა („ლეხი");
ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი („დორტმუნდი", გერმანია), კამილ გროსიცკი („რენი", საფრანგეთი), სლავომირ პეშკო („კიოლნი", გერმანია), მაცეი რიბუსი („ტერეკი", რუსეთი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი („სევილია", ესპანეთი), პიოტრ ზელინსკი („ემპოლი", იტალია), არიელ ბორისიუკი, სებასტიან მილია (ორივე - „ლეხია"), მიხალ კუხარჩიკი, ტომაშ იოდლოვიეცი (ორიუვე - „ლეგია"), კაროლ ლინეტი, დავიდ კოვნაცკი (ორივე - ლეხი);
თავდამხმელები: არკადიუშ მილიკი („აიაქსი", ჰოლანდია), რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი", გერმანია), კრჟიშტოვ მაჩინსკი („გუიჩჟოუ", ჩინეთი), პიოტრ ტუშინსკი („იაგელონია").
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება „დინამო არენაზე" გაიმართა და პოლონეთა გამარჯვებით - 4:0 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა თემურ ქეცბაიასთვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკანასკნელი იყო.