reportiori.ge - ცისანა სეფიაშვილი: გიორგი ოქროპირიძე გარეთ თუ გამოვა, კიდევ ბევრი ოჯახი გაუბედურდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:24
საზოგადოება
ცისანა სეფიაშვილი: გიორგი ოქროპირიძე გარეთ თუ გამოვა, კიდევ ბევრი ოჯახი გაუბედურდება!
06 ივნისი, 2015. 00:02



მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრადებულის, გიორგი ოქროპირიძის შესაძლო გათავისუფლებისა შესახებ საუბრობს და გადაცემა „რეაქციაში" აცხადებს, რომ მსგვასი უსამართლობა დაუშვებელია.


სეფიაშვილის განცხადებით, მას არც უფიქრია, რომ ნაფიცი მსაჯულები საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.


„არც მიფიქრია, რომ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს არ გამოიტანდნენ. ეს იყო წარმოუდგენელი. ერთი წლის წინ ამ ტრაგედიამ შეძრა მელი თბილი და ისმოდა მხოლოდ ერთი შეკითხვა- ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც შეძლო ნინოსთვის ერთადერთი იმედი გამოეცალა ხელიდან? ეს ადამიანი დღეს შეიძლება იყოს დაუსჯელი? დარწმუნებული ვარ, რომ ყურადღებით მოეკიდებიან ამ საქმეს. ამ ადამიანმა უკვე მეორე მკვლელობა ჩაიდინა, მეორე ოჯახი გააუბედურა.

დარწმუნებული ვარ, გიორგი ოქროპირიძე გარეთ რომ გამოვა, კიდევ ბევრი ოჯახი გაუბედურდება.

მახსნდება ირინა ენუქიძე, იგივე სიტუაციაშია დღეს ნინო."- განაცხადა მოკლული ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის შესახებ საუბრისას ცისანა სეფიაშვილმა. 


ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.


მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.


ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 11 ივნისს ეწურება და მან საპატიმრო დაწესებულება უნდა ადტოვოს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016