reportiori.ge - ირაკლი კორძაია: სამწუხაროა! ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ბერლინიდან ნათქვამი სიტყვა უკეთ ისმის, ვიდრე თბილისიდან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:24
საზოგადოება
ირაკლი კორძაია: სამწუხაროა! ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ბერლინიდან ნათქვამი სიტყვა უკეთ ისმის, ვიდრე თბილისიდან!
06 ივნისი, 2015. 00:13


 

ჟურნალისტი ირაკლი კორძაია კაფე „რუუმს"-ში ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, მასსა და დაინტერესებულ პირებს შორის შეხვედრას იხსენებს. მისი თქმით, შეხვერდაზე დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ. საკითხით დაინტერესებული კი ვიქტორ ჯაფარიძე იყო.


 

„ბესო ხარძიანის ქვრივსა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ბატონმა ვიქტორმა თქვა, რომ საკითხით დაინტერესება მას უდესიანის ხალხმა სთხოვა.

 

სამწუხაროა, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ბერლინიდან ნათქვამი სიტყვა უფრო კარგად ისმის, ვიდრე თბილისიდან! გარკვეული დაინტერესება მხოლოდ  მას შემდეგ დავინახე, რაც მე რიგაში და ბერლინში ჩავედი.

 

მიკვირს ის, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში იმ განცხადებების შემდეგ, რომელიც მე ბერლინიდან გავაკეთე, ხელისუფლების მხრიდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა. ამ საკითხით ადამიანის უფლებათა კომიტეტიც კი არ დაინტერესდა. ეს არის აბსურდული მდგომარეობა.

 

გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან, „სანდო წაყროებზე" დაყრდნობით ხდება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც გია უდესიანი ხდება გმირი და უდესიანის უშუალო მსხვერპლის, ბესიკ ხარძიანის სახელის დემონიზაცია! ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ."- განაცხადა ირაკლი კორძაიამ გადაცემაში „რეაქცია."




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016