ეკონომიკა
ნოდარ ხადური: გთხოვთ, ნუ აზიარებთ ყალბ ინფორმაციას და ჩემს კომენტარს, რომელიც 2014 წლის ბოლოს არის ჩაწერილი!
08 ივნისი, 2015. 10:31
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს მთავრობა ემიგრანტებისგან ან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისგან საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე, ფულად გზავნილებზე არანაირი სანქციების დაწესებას არ აპირებს. მსგავსი არასოდეს ყოფილა განხილული ჩვენი ხელისუფლების პირობებში.
დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები არის დეზინფორმაცია და სრული სიყალბე.
მეგობრებო, გთხოვთ, ნუ აზიარებთ ამ ყალბ ინფორმაციას და ჩემს კომენტარს, რომელიც 2014 წლის ბოლოს არის ჩაწერილი და სულ სხვა თემას - ლარის გაცვლით კურსს ეხება. ნუ შეუწყობთ ხელს შეგნებულად დაგეგმილ პროვოკაციას, რომლის მთავარი მიზანიც მოსახლეობის მოტყუებაა!" - ნათქვამია ხადურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00