თბილისის საკრებულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავს. შეხვედრას მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრება.
შეგახსენებთ რომ, რამდენიმე ათასი ბავშვი, საბავშვო ბაღებს მიღმა დარჩა, ამის მიზეზი კი ადგილების შეზღუდული რაოდენობაა. საკრებულოს წევრების განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ერთიანი ბაზის შექმნა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელობა ახალი ბაღების აშენების აუცილებლობაზე საუბრობს.
„მხოლოდ ის, რომ ბავშვების რეგისტრაციას საიტი წყვეტს, ძალიან ცუდია. უმჯობესი იქნება შევქმნათ პროგრამა, სადაც ყველა მსურველი დარეგისტრირდება და გვექნება ინფომაცია, რა ოდენობის ბავშვი დაგვრჩა ბაღების მიღმა და როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემა."-აცხადებს საკრებულოს წევრი.
"ფაქტია რომ საჭიროა დაახლოებით 30-40 ახალი ბაღის აშენება. ეს პროექტი დაახლოებით 60-70 მილიონი ლარის ინვერსტიციას საჭიროებს. „- განაცხადა თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს დირექტორმა.