reportiori.ge - მეცნიერების დასკვნა – თვალის ფერი აღწერს შენს პიროვნებას! (ნახეთ თქვენი ფერი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:45
სხვადასხვა
მეცნიერების დასკვნა – თვალის ფერი აღწერს შენს პიროვნებას! (ნახეთ თქვენი ფერი)
ავტორი:
09 ივნისი, 2015. 10:49


ყველას გვსმენია გამონათქვამი, "თვალები სულის სარკეაო", მაგრამ როგორც ჩანს, ეს არამხოლოდ უბრალოდ ხალხური გამონათქვამია - ამაში მეცნიერებაც დარწმუნდა. შვედმა მეცნიერებმა, კვლევების საფუძველზე, აღმოაჩინეს, რომ ჩვენი თვალის ფერზე მოქმედებს იგივე გენი, რომელიც აყალიბებს შუბლის ნაწილს. ამგვარად, ადამიანებს, რომელთაც თვალის ერთნაირი ფერი აქვთ, მათი ქმედებები ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა.

 


თუ მუქი ყავისფერი / შავი თვალები გაქვთ:



თქვენ ლიდერად დაიბადეთ. თუ თქვენ ასე არ თვლით, უნდა იცოდეთ, რომ ხალხი სწორედ ასე გხედავთ! მუქი ფერის თვალების მქონე ადამიანები ძალიან სასიამოვნო ტიპაჟები არიან.


რაც უფრო მუქია თქვენი თვალის ფერი, თქვენს სისტემაში მით მეტი მელანინია.ისინი ნაკლებს სვამენ, ღია ფერის თვალების მქონე ადამიანებთან შედარებით. ისინი მიდრეკილნი არიან სპორტისაკენ.რაც უფრო მეტი მელანინია ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო სწრაფად მუშაობს მისი ტვინი. თქვენ შეგიძლიათ,იყოთ ლიდერი, თუ შინაგან ძალას მიაგნებთ.სამყარო უკვე გხედავთ, როგორც ლიდერს!

 

 

ცისფერი თვალები:


 


თქვენ ფლობთ ძალინ დიდ შინაგან და ფიზიკურ ძალას, თუმცა, შეიძლება, ადამიანები ამას ვერ ამჩნევდნენ. ისინი, ხშირად, ვერ გხედავენ ისეთს, როგორიც ხართ და გაკრიტიკებენ, სანამ გაგიცნობენ. შესაძლოა, ადამიანები გხედავენ, როგორც სუსტს, მორჩილს ან ნდობის ღირსად არ გთვლიან. 2006 წელს, გერმანელმა ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ცისფერი თვალების მქონე ბავშვები იყვნენ ძალიან წინდახედულები და ერიდებოდნენ თანასწორებთან კონტაქტს.


ცისფერი თვალების მქონე ადამიანებს აღიქვამენ მეტოქეებად და ფიქრობენ, რომ მათ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ. თუმცა, ღია ფერის თვალების მქონე ქალები უფრო იოლად უძლებენ სამშობიარო ტკივილებს, ვიდრე დანარჩენები. ისინი, ასევე, იოლად უმკლავდებიან შფოთვასა და დეპრესიას.

 

 

ნაცრისფერი თვალები:


  

 


ნაცრისფერი თვალები იშვიათია, მაგრამ ის არის ცისფერი ფერის ვარიაცია. თუ მუქი ნაცრისფერი თვალები გაქვთ, ე.ი. ისინი ცისფერის ჩრდილია, მაგრამ დასკვნები იმასაც ამბობს, რომ მუქი ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანების ორგანიზმში უფრო მეტი მელანინია, ვიდრე ღია ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანების სხეულში. თუ თქვენ მუქი ნაცრისფერი თვალები გაქვთ, გამორჩეულად მშვიდი ადამიანი ბრძანდებით, ან თქვენში ორი მხარე ცხოვრობს.

 


თუ ღია ნაცრისფერი თვალები გაქვთ, მაშინ თქვენს თავზე ბევრი მუშაობა მოგიწევთ. თუმცა, დიდი დრო სჭირდება, რათა დაამსხვიოთ თქვენი ზედმეტი სიფრთხილე და ჩაკეტილობა, თქვენ იმ ადამიანებზე ძალიან ზრუნავთ, რომლებსაც დახმარება სჭირდება.

 

 

თაფლისფერი თვალები:


 


მათი აღწერა ძნელია. თვალის ამ ფერის მქონე ადამიანებს ბავშვობიდან უმეორებენ, რომ განსხვავებულები და უნიკალურები არიან. ისინი დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და სპონტანურები არიან.

 

 

ყავისფერი თვალები:


 


თქვენ სასიამოვნო და დადებითი ადამიანი ხართ. თვალის ამ ფერის მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ, ძალიან ლოიალურები, თავაზიანები და მშვიდები არიან. თუ ამ აღწერას არ ეთანხმებით, ე.ი. ძილი გაკლიათ!


დასკვნების მიხედვით, მათ, ძირითადად, ორი საათით ნაკლები სძინავთ, ვიდრე თვალის ღია ფერის მქონე ადამიანებს. მათ ძალიან უჭირთ დილით ადრე ადგომა.

 

 

მწვანე თვალები:


 


თუ მწვანე თვალები გაქვთ, გილოცავთ! ადამიანები გხედავენ, როგორც მაცდურ, სექსუალურ და იდუმალებით მოცულ ადამიანს. თვალის ამ ფერის მქონე ადამიანებს აქვთ მელანინის დაბალანსებული დოზა ორგანიზმში, რაც ეხმარება მათ, იყვნენ სასიამოვნო ადამიანები, დომინანტები, ძლიერები და წინდახედულები. ისინი, მოულოდნელობებით არიან სავსენი, მაგრამ ძნელად ბრაზდებიან... ისინი ორიგინალურები და შემოქმედებითები არიან და კარგად იტანენ სტრესს.

 

 

 

წყარო: aww.ge

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016