reportiori.ge - კახეთში სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზარალი მაქსიმალურად შემცირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:58
რეგიონები
კახეთში სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზარალი მაქსიმალურად შემცირდა
ავტორი:
09 ივნისი, 2015. 11:43


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიერ კახეთში დაშლილი ღრუბლების, სხვა რეგიონებში გადაინაცვლების საფრთხე არ არსებობს.



ძოძუაშვილის ინფორმაციით კახეთში განთავსებული სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი და მუშაობა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.



გასული დღეების განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად, კახეთში მოსალოდნელი სტიქია და შესაბამისად ზარალი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შემცირდა. ბოლო პერიოდში სეტყვასაშიში ღრუბლების საერთო ფართობი 6 500 კმ2 იყო, რაც მთლიანად, კახეთის რეგიონის ტერიტორიას ორჯერ აღემატება. კახეთში განთავსებული სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარები ამ ეტაპზე სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. გავრცელებული ხმები კი თითქოსდა სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიერ კახეთში დაშლილი ღრულები სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს, ძირეულად მცდარია. სისტემის ზემოქმედების შედეგად ღრუბლებში არსებული ნალექი ადგილზევე ჩამოიცლება წვიმად და მისი სხვა რეგიონში გადანაცვლების საფრთხე თეორიულადაც არ არსებობს",- განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა "მაესტროს ცხრიანში".



მისივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016