reportiori.ge - საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლები "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დაკვეთით ჩატარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:54
მედია
საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლები "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დაკვეთით ჩატარდება
27 ოქტომბერი, 2013. 10:00

"რუსთავი 2"-სა და "იმედის" ტელეკომპანიებში განმარტავენ , რომ ეგზითპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი. 
"იმედის" დაკვეთით  ეგზიტპოლს ACT ჯგუფი ჩაატარებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც საკონსულტაციო საქმიანობასაც აწარმოებს, 2002 წელს დაარსდა და დღემდე 1000-ზე მეტი პროექტი განახორციელა. 
ACT ჯგუფი პროექტებს პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანაში ახორციელებდა და რამდენიმე ბიზნესასოციაციის წევრიაცაა.
ACT ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 120 უბანზე 18 ათასამდე პირის გამოკითხვას გეგმავს, ცდომილება კი 2-დან 4%-მდე იქნება. "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ეგზიტპოლს კი გერმანული კომპანია GFK ჩაატარებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კომპანია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ერთ-ერთი ლიდერია და მაღალი ხარისხის კვლევების გამო არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. "რუსთავი 2"-ის ცნობით, GFK- ეგზიტპოლები 2010 წლის ადგილობრივ და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჩაატარა. 
კომპანია საქართველოს მასშტაბით 100 საარჩევნო უბანზე 7 ათასამდე ამომრჩეველს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016