გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა, სადაც „კლივლენდმა" საკუთარ დარბაზში „გოლდენ სტეიტი" მიიღო და დაამარცხა.
სუპერფინალის მესამე შეხვედრამდე სერიაში ანგარიში ფრედ -1:1 იყო. გუშინ კი „კლივლენდმა" საკუთარ დარბაზში „ოქროს ბიჭებზე" - 96:91 იმარჯვა და სერიაშიც დაწინაურდა. შეხვედრის სამი პერიოდი „კავალერიამ" მოიგო. ბოლო პერიოდში კი „ოქროს შტატელებმა" სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს და შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნეს. თუმცა „მეფის" აწ უკვე მერამდენე კარგმა თამაშმა და ასევე მეთიუ დელავედოვას ჩინებულმა თამაშმა „კავალერია" სერიაში დააწინაურა. ლებრონი უკვე მეორედ, ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო იყო. ჯამში ჯეიმსმა 40 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. „მეომრებში" კი 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა.
მატჩის შემდეგ სტეფ კარიმ და დევიდ ბლატმა მცირე კომენტარები გააკეთეს:
დევიდ ბლატი: „ვიცით, რომ ახლა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, იმაზე მეტიც კი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მატჩში ლებრონი და დელავედოვა გამოირჩნენ. დელავედოვა ყოველდღიურად მაქსიმუმს აკეთებდა. ის მოედანზე ბოლომდე იხარჯება და არასოდეს უშინდება შეცდომის დაშვებას. ის ძალიან მამაცი მოთამაშეა. ახლა ჩვენთვის მთავარია, მთლიანი კონცენტრაცია მეოთხე თამაშზე გადავიტანოთ".
სტეფ კარი: „ფინალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე უნდა ვითამაშო დიდი როლი, რომ ჩემს გუნდს გავამარჯვებინო".
სერიას „კავალიერია" 2:1 იგებს, მეოთხე შეხვედრა ისევ „კლივლენდის" დარბაზში, ოჰაიოში, 12 ივნისს გაიმართება.
„კლივლენდ კავალიერსი" - „გოლდენ სტეიტ უორიორსი" 96:91 (24:20, 20:17, 28:18, 24:36)
„კლივლენდი": ჯეიმსი (40 ქ. 12 მ. 8 პ. 4 ჩ.), დელავედოვა (20 ქ. 5 მ. 4 პ.), სმიტი (10 ქ.), ტომპსონი (10 ქ. 13 მ.), ჯონსი (7 ქ.), მოზგოვი (6 ქ. 5 მ. 4 ბ.), შამპერტი (3 ქ.)
„გოლდენ სტეიტი": კარი (27 ქ. 6 მ. 6 პ.), იგუადალა (15 ქ.), ტომპსონი (14 ქ.), ლი (11 ქ.), გრინი (7 ქ. 7 მ.), ეზელი (5 ქ. 7 მ.), ბარბოსა (4 ქ.), ბოგუტი (4 ქ. 6 მ.), ლივინგსტონი (4 ქ.)