reportiori.ge - პიერ დიუკანი: როგორ დავიკლოთ ზაფხულის სეზონისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:51
სხვადასხვა
პიერ დიუკანი: როგორ დავიკლოთ ზაფხულის სეზონისთვის
ავტორი:
11 ივლისი, 2015. 18:51


ოფიციალურად, ცნობილი დიეტოლოგის პიერ დიუკანის მეთოდი 2000 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ის საკუთარ თავზე მრავალმა ქალმა და მამაკაცმა გამოსცადა. ინტერნეტში უამრავი გამოხმაურების ნახვა შეიძლება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ზედმეტი კილოგრამები მოიცილეს მისი მეშვეობით. შემდგომში ცნობილი დიეტოლოგის რჩევები დაიხვეწა. პიერ დიუკანი მზადაა, გაგვიმხილოს თავისი აღმოჩენა, როგორ შეიძლება ზაფხულის სეზონისთვის გახდომა.



ბოლო მიგნებას დიუკანი კვების კიბეს" უწოდებს, ან „ლაით"-მეთოდს. იმისათვის, რომ ბევრი დაიკლოთ, საჭიროა ფსიქოლოგიურად მზად იყოთ ამისთვის. გადაწყვეტილების მიღება და მოტივაცია  - ეს მთავარია.



„ლაით"-მეთოდი განკუთვნილია მათთვის, ვისაც გახდომა ისე უნდა, თავისთვის და არა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ის ასე გამოიყურება:



ორშაბათი „შეტევით" იწყება. საჭიროა მხოლოდ ცილოვანი პროდუქტებით კვება.

სამშაბათს - ცილები,  ბოსტნეული

ოთხშაბათი - ცილები, ბოსტნეული, ხილი


ხუთშაბათს ცილებს, ხილს და ბოსტნეულს ემატება მსხვილად დაფქვილი ხორბლით გამომცხვარი პური.


პარასკევს ცილებს, ხილს, ბოსტნეულს და მსხვილად დაფქვილი ფქვილისგან გამომცხვარ პურს ყველის ნაჭერი დაუმატეთ.


შაბათს -ცილები, ხილი, ბოსტნეული, პური, ყველი, მაკარონის , კარტოფილის და მარცვლოვანის ულუფა.


კვირას მიირთვით იგივე, რაც შაბათს, პლუს ერთხელ- სადღესასწაულო კვება. ანუ მიირთვით, რაც გნებავთ.



პიერმა ამ მეთოდს კიბე დაარქვა, რადგან კვირის დღეებში მოძრაობ ისე, როგორც კიბეზე. ორშაბათიდან ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ.



პირველ კვირაში დაახლოებით 1300 გრამს იკლებთ.

მეორეში - 1200

მესამეში - 1 კგ.

მეოთხეში 800 გრამს. პარასკევს და შემდეგ  დღეებში 700-700 გრამს.



„ლაით" მეთოდი ერთდღიანი „შეტევით" მათთვისაა, ვისაც 6-8 კგ-ს დაკლება სურს.



როგორ უნდა დაიკლოთ უფრო სწრაფად? ყველაფერი არსებულ წონაზეა დამოკიდებული. თუ ვთქვათ, 10 კგ-მდე დაკლება გსურთ, პირველი ფაზა -„შეტევა" 4 დღე უნდა გაგრძელდეს. თუ 15 კგ გაქვთ დასაკლები, 5 „შეტევის" დღე დაგჭირდებათ. 1 კვირა -ეს მაქსიმუმია.



პიერ დიუკანის რჩევები ბევრ ადამიანს დაეხმარა მიზნის მიღწევაში . მისი ახალი მეთოდიკა დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში ზაფხულისთვის. არ დაგავიწყდეთ ცხოვრების აქტიური წესი და სითხის მიღება.




წყარო - postalioni.com 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016