უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. დიდი გამჭრიახობა არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ დასახელებულ გუნდში „ბარსელონას" და „იუვენტუსის" ფეხბურთელები სჭარბობენ. მათ გარდა სიაში: „ჩელსის" ერთი, ხოლო მადრიდის „რეალის" ორი ფეხბურთელი მოხვდა.
გუნდის, სრული 18-კაციანი სია კი, ასე გამოიყურება:
მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი („ბარსელონა"), ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი")
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი („ჩელსი"), ხერარდ პიკე („ბარსელონა"), ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა"), ჯორჯო კიელინი ("იუვენტუსი"), ხორდი ალბა („ბარსელონა")
ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი ("ბარსელონა"), სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), კლაუდიო მარკიზიო ("იუვენტუსი"), ტონი კროოსი ("რეალი"), ანდრეა პირლო ("იუვენტუსი")
თავდამსხმელები: ლუის სუარესი ("ბარსელონა"), ლიონელ მესი ("ბარსელონა"), ნეიმარი ("ბარსელონა"), ალვარო მორატა ("იუვენტუსი"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი")