reportiori.ge - 6 მიზეზი , თუ რატომ უნდა გაიღვიძოთ დილის 6 საათზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:45
სხვადასხვა
6 მიზეზი , თუ რატომ უნდა გაიღვიძოთ დილის 6 საათზე
ავტორი:
13 ივნისი, 2015. 10:04



1. თქვენ გაგიჩნდებათ დრო საკუთარ თავში გასარკვევად - ადამიანების დიდი რაოდენობა ვერ აღწევს საკუთარ მიზნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფოკუსირებას ვერ ახდენენ. როგორც ცნობილია, სწორედ დღის პირველ ნახევარში მუშაობს თქვენი ტვინი განსაკუთრებით ეფექტურად. გამოიყენეთ ეს დრო იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გააკონტროლოთ და არ მიუდგეთ ამ საკითხს ემოციურად.



2. თქვენ გაგიჩნდებათ დრო დღის დასაგეგმად - ეს საათები საშუალებას მოგცემთ, თქვენი დღე დაგეგმოთ მანამდე, სანამ სამსახურში წახვალთ. რაც უფრო ადრეა თქვენი გეგმა შედგენილი, მით უფრო ეფექტურია იგი. შედეგად კი, გაცილებით პროდუქტიულად დახარჯავთ თქვენს დროს.



3. დილა - საუკეთესო დროა საკუთარ თავზე მუშაობისთვის - ვინ თქვა, რომ სამსახურისკენ უნდა გაეშუროთ გაღვიძებისთანავე? ბევრი ჩვენგანი მუდამ წუწუნებს იმაზე, რომ ოჯახისთვის და გართობისთვის დრო არ ჰყოფნის. თუ თქვენ დილის 6 საათზე  გაიღვიძებთ, სამუშაო დღის დაწყებამდე რამდენიმე საათი გექნებათ, ეს დრო შეგიძლიათ სპორტ-დარბაზში წასასვლელად გამოიყენოთ. როცა სპორტით ხართ დაკავებული დილით, თქვენი ორგანიზმი ენდორფინებით ივსება. ეს ჰორმონები კი ადამიანს სიხარულის განცდას აძლევს.



4. თქვენ დაიწყებთ საუზობას - თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გესმით, რომ საუზმე ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დილით ადრე გაიღვიძებთ, ჯანსაღი საუზმის მოსამზადებლადაც დიდი დრო გექნებათ, შედეგად ორგანიზმს შიმშილით ზიანს არ მიაყენებთ.



5. ასე იქცევიან წარმატებული ადამიანები! - წარმატებული და მდიდარი ადამიანების უმრავლესობა დილით ძალიან ადრე იღვიძებენ, ზოგოერთი მათგანი ხუთის ნახევარზეც კი იღვიძებს თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ წაიკითხოს, ან სპორტული ცხოვრებით დაკავდეს, შეადგინოს გეგმები და სხვა მრავალი საქმისთვისაც. მიბაძეთ მათ და მიხვდებით, რომ დილით, ადრიანად გაღვიძება, თქვენი  ყოველდღიურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



6. თქვენ სხვებთან შედარებით ორი ნაბიჯით წინ იქნებით - გარკვეული კვლევები ამტკიცებენ, რომ დილით ადრე გაღვიძებამ შესაძლოა თქვენი ფარული ნიჭის აღმოჩენის საბაბი გახდეს. ასევე ის ამტკიცებს თქვენს თვითდაჯერებულობას: თქვენ იწყებთ მუშაობას მაშინ, როცა ყველა თქვენს კონკურენტს სძინავს, შედეგად  რამდენიმე ნაბიჯით წინ ხართ.



წყარო - geodigest.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016