reportiori.ge - ირაკლი ჩიქოვანი: მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის საქართველოს წარსული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:38
ინტერვიუ
ირაკლი ჩიქოვანი: მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის საქართველოს წარსული!
ავტორი:
11 ივნისი, 2015. 16:00



უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული სისტემა, გაამართლა თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა, გაიწელა თუ არა სამართლიანობის აღდგენა და რა ვითარებაა ე.წ. კაბელების საქმის გარშემო - ამ და პოლიტიკურად აქტუალურ სხვა თემებზე „რეპორტიორს" „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ესაუბრა.

 

- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა საქართველოში კრახი განიცადა. თქვენ რას ფიქრობთ, გაამართლა თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა?


- ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მოქმედებს. საქართველოში მას გააჩნია გარკვეული თავისებურებები. მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად არ მინდა რომელიმე კონკრეტული საქმის დახასიათებაში შევიდე, რადგან ეს არ არის პოლიტიკოსების საქმე. პოლიტიკოსების საქმე სისტემის მუშაობის შეფასებაა. ამ სისტემის შეფასება კი წარმოუდგნელი და შეუძლებელია ერთ კონკრეტულ საქმეზე დაყრნობით. სისტემის შეფასება უნდა მოხდეს ზოგადად იმ პრაქტიკით რაც საქართველოში არსებობს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის რეალობა და ის გარემოებები, რაც საქართველოში არსებობს. არ არის აუცლებელი საქართველოში ყველაფერი ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად მუშაობდეს. საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ აქვს თავისი განსხვავებული რეალობა.


- მოსალოდნელია, რომ 2016 წლის არჩევნები კვლავ შერეული მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს. რას ფიქრობთ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ გეგმაზე და მათ არგუმენტებზე?


- ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი გეგმა ჯერაც არ არის ცხადი, მათ არ აქვთ კონკრეტული წინადადებები და ამბობენ, რომ გაითვალისწინებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებას. ჯერჯერობით ვიცით, რომ ხდება ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქის გაუქმება და ამის ხარჯზე გამოთავისუფლებული მაჟორიტარების დამატება მსხვილ ოლქებში. ამის მიუხედავად, არსებული რაოდენობის ფარგლებში წარმოუდგენელია ოლქების თანაბრობის უზრუნველყოფა. ეს კი ერთის მხრივ აბათილებს ხელისუფლების იმ არგუმენტს, რომლის მხიედვითაც საზოგადოებისთვის ძნელია აუხსნა, რომ მაჟორიტარები აღარ უნდა ჰყავდეს. რატომ არის ქუთაისელისთვის წარმოუდგენელი, რომ მაჟორიტარი არ უნდა ჰყავდეს და მარტივად რატომ უნდა გაიგოს ყაზბეგელმა ან ბოლნისელმა. ეს ორმაგი მიდგომა და ორმაგის სტანდარტია. აქვე ხელისუფლება თვითონ აღიარებს, რომ მაჟორიტარული სისტემა პრობლემურია და სურს ამის შეცვლა. მაგრამ ხელისუფლებას ამ სისტემის შეცვლა სურს 2020 წლისთვის, შესაბამისად არანაირი არგუმენტი არ არსებობს რატომ უნდა დაველოდოთ ხუთ წელიწადნახევარი ამ რეფორმის განხორციელებას. ამის განხორციელებას პრაქტიკულად არანაირი ფინანსური რესურსის დახარჯვა არ სჭირდება და რეალურად დაიზოგება ბევრი რესურსი საარჩევნო თვალსაზრისით. ქვეყანაში პრაქტიკულად არ გვექნება შუალედური არჩევნები, მაჟორიტარული ოლქები. ასე რომ, მათი არგუმენტები აბსოლიტურად მიუღებელია.

 

- საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დროში გაიწელა. ეთნხმებით მის მოსაზრებას?


- სამართლიანობის აღდგენის პროცესი ნამდვილად გაიწელა. ეს პროცესი შეეწირა იმას, რომ მთელ რიგ სამართალდამცავ სტრუქტურებში დაკავებული იყვნენ პოლიტიკური ინტრიგების ხლართვით. სამართლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია კონკრეტული რეგლამენტაციის და კონკრეტული სამართლებრივი რეგულირების გარეშე.


- საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. როგორ გესახებათ საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობა ამის შემდეგ და მიგაჩნიათ თუ არა რომ ამ საკითხმა უნდა იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ დამოკიდებულებაზე?


- ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც რომელიმე კონკრეტული პირი ვერ გახდება საპირწონე იმ ძმური მეგობრობისა რომელიც უკრაინელ და ქართველ ხალხს გააჩნია. რაც შეეხება მის დანიშვნას, მიმაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის საქართველოს წარსული. ვერ და არ შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მომავალი. შესაბამისად, მან გარკვეულწილად მოძებნა, მისი წარმოდგენით, სწორი გზა გასულიყო ქართული პოლიტიკიდან. სამწუხაროდ, ოდესელებს დიდი გაწბილება მოელით, მაგრამ იმედი მაქვს ისინი მალე მიხვდებიან თუ რა პრობლემებთან გვქონდა ჩვენ საქმე და თვითონაც არ ამოყოფენ მსგავს სტუაციაში თავს.


- ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და მოსამართლეებს შორის შესაძლო გარიგებაზე საუბრობს. რაზე დაყრნობით საუბრობს ალასანია ამის შესახებ?

 

- ეს ინფორმაცია გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით. როდესაც „თავისუფალი დემოკრატები" დავინტერესდით ამ თემით, გავიგეთ, რომ ნამდვილად არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. მიგვაჩნია, რომ ეს რეალურად დადასტურდა კიდეც, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები და „ნაციონალებიც" დადგნენ და ამართლებდნენ ამ ვითარებას. სამწუხარო რეალობაა. ქვეყანაში უზრუნველსაყოფია, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია და აუცილებელია, რომ იყოს დამოუკიდებელი სასამართლო. მიღებული გადაწყვეტილება ნათელს ხდის იმას, რომ დღეს ხელისუფლება კრახის წინაშეა ე.წ. კაბელების საქმესთან მიმართებაში.   




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016