reportiori.ge - ტრაგიკულად დაღუპული „ნიანგებზე მონადირის“ ქალიშვილი მამის გზას აგრძელებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:22
სხვადასხვა
ტრაგიკულად დაღუპული „ნიანგებზე მონადირის“ ქალიშვილი მამის გზას აგრძელებს...
ავტორი:
12 ივნისი, 2015. 02:43


ალბათ ბევრს ახსოვს უშიშარი "ნიანგებზე მონადირე" სტივ ირვინი, რომლიც 8 წლის წინ თავისი ცნობილი დოკუმენტური ფილმების მორიგ სერიის გადაღებისას გარდაიცვალა - კუდმახვილა დიდმა თევზმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა გულის არეში. სტივენ ირვინი ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტი და ტელეჟურნალისტი იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება ველური ბუნების შესწავლას მიუძღვნა. მის მშობლებს ავსტრალიაში ზოოპარკი ჰქონდათ და აქედან დაიწყო მისი სიყვარული ცხოველებისადმი, რომელსაც მისი ცოლი ტერიც იზიარებდა. შემდეგ კი ეს გატაცება მათ ქალიშვილ ბინდის გადაეცა, რომელიც პრაქტიკულად ცხოველების გარემოცვაში გაიზარდა.



ბინდი ახლა უკვე 16 წლისაა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ავსტრალიის ზოოპარკში აპირებს მუშაობის გაგრძელებას. "მამა ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. მთელი ბავშვობა პრაქტიკულად ზოოპარკში ვცხოვრობდი, ეს ნამდვილი სიგიჟე იყო, - ამბობს ბინდი, - მახსოვს, ერთხელ მამამ რჩევა მომცა, რომელიც თავში სამუდამოდ ჩამიჯდა - ცხოველებს ისე მოექეცი, როგორც გსურს, შენ მოგექცნენ. და როცა მამა შხამიან გველებთან თუ მტაცებლებთან მუშაობდა, ის ამ რჩევას მისდევდა".



ბინდი მზადაა, ბოლომდე განაგრძოს ეს გზა, რათა მამამისის შრომა ამაო არ იყოს და მის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვეს.



http://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/3700-tragikulad-daghupuli-qniangebze-monadirisq-qalishvili-mamis-gzas-agrdzelebs.html



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016