წუხელ, „კოპა ამერიკა 2015"-ის გახსნითი, A ჯგუფის მატჩი გაიმართა, რომელშიც მასპინძელი ჩილეს ნაკრები ეკვადორის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით - 2:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, 67-ე წუთზე კი, არტურო ვიდალის საჯარიმოში წაქცევის გამო, ეკვადორის კართან პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად „იუვენტუსის" ნახევარმცველმა ზუსტად შეასრულა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი, ალექსის სანჩესმა მეკარესთან პირისპირ ედუარდო ვარგასი გაიყვანა, რომელმაც ბურთი ალექსანდერ დომინგესის კარში გადაგზავნა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.
შეხვედრის მთავარი არბიტრის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე, არბიტრმა მატიას ფერნანდესს ისლას წინააღმდეგ უხეშობა არ აპატია, მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რასაც ავტომატურად წითელი მოჰყვა და მოედნიდან გააძევა.
A ჯგუფის მორიგი დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მექსიკისა და ბოლივიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.
ჩილე VS ეკვადორი - გატანილი გოლები:
„კოპა ამერიკა 2015"-ის გახსნითი ღონისძიება: