reportiori.ge - პორტალ „კვირასა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:59
მედია
პორტალ „კვირასა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი:
12 ივნისი, 2015. 17:09


საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, პორტალი "კვირა" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს პორტალში სტაჟირების გავლის საშუალება მიეცემათ.


როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ გამოცდილებასაც შეიძენენ.


დღეს ჩვენმა უნივერსიტეტმა პორტალკვირასთან" გააფორმა მემორანდუმი. ჩვენი მიზანი თანამშრომლობაა, რაც სტუდენტების პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას გულისხმობს. ჩვენ გვინდა, სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პორტალიკვირა" ამაში მათ დაეხმარება", - აღნიშნა ილიას ჩილოღლუმ.


როგორც პორტალ „კვირას" მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა განაცხადა, პორტალი საგანმანათლებლო სფეროში არსებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს სისტემატურად აშუქებს, რათა დაინტერესებული ადამიანები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულები ამ სიახლეების შესახებ და სურვილის შემთხვევაში, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო სექტორის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში.


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, დღეს მემორანდუმი გავაფორმეთ და ახლა უკვე ამ ფორმატით გაგრძელდება უნივერსიტეტსა დაკვირას" შორის თანამშრომლობა. მოხარულები ვართ, რომ ისეთ ავტორიტეტულ უმაღლეს სასწავლებელთან, როგორიც შავი ზღვის უნივერსიტეტია, გავაფორმეთ მემორანდუმი. ჩვენ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალებას მივცემთკვირაში" გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ, „კვირა" მზადაა ამისთვის", - აღნიშნა ქეთი ხოსიტაშვილმა.


მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პორტალ „კვირას" მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მათთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.



 

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016