reportiori.ge - პრეზიდენტი 16 წლის გოგონას მკვლელობას ეხმიანება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:35
პოლიტიკა
პრეზიდენტი 16 წლის გოგონას მკვლელობას ეხმიანება
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 14:03

პრეზიდენტი, მიხეილ  სააკაშვილი, ბათუმში, 16 წლის გოგონას მკვლელობას ეხმიანება. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


შეძრწუნებული ვარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. საღამოს ველოსიპედით გასული და შინ არ დაბრუნებული ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ალბათ, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი. მე, როგორც მამას არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება. 

ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ გამოსაძიებელია, მაგრამ მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრა - ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები. ეს, რა თქმა უნდა, აუარესებს უსაფრთხოების საერთო სიტუაციას.

ამას ისიც მალაპარაკებს, რომ ამას წინათ თბილისში, საბურთალოზე, ჩემს გვერდზე სადარბაზოში მცხოვრები უწესიერესი 21 წლის ახალგაზრდა ვიღაც ნაძირალამ გამოასალმა სიცოცხლეს. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა ჩვენს შვილებს საფრთხე მომავალში მაინც აღარ დაემუქროს. 

მიხეილ სააკაშვილი

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016