დაჯილდოების ცერემონიალზე რადიო „არ დაიდარდოს" რჩეული მომღერალი ანრი ჯოხაზე გახდა, სიმღერით „განა ყველა ქალი ქალია" და ფულადი ჯილდო, 5 000 ლარის ოდენობით სწორედ მას გადაეცა.
ნომინაციაში რადიო „ფორტუნას" რჩეული - თეატრალურის კვარტეტი გახდა, სიმღერით „მარტი." კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილია, ხოლო ტექსტი ბაჩო რამიშვილს ეკუთვნის.
ქართული სიმღერის კონკურსის „ოქროს ტალღა 2014"-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 11 ივნისს გაიმართა.
„ოქროს ტალღის" მონაწილეთა სია კონკურსის ფარგლებში 2014 წლის განმავლობაში ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით დაკომპლექტდა. პროექტში 79 სიმღერა მონაწილეობდა.
მუსიკალური პროექტი მეორე წელია ხორციელდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ასევე ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
1) წლის დებიუტი - ანსამბლი „მეტეხი" - ჩემო ფერია
(კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: გიორგი რუხაძე)
2) წლის მომღერალი მამაკაცი - ზურა ხაჩიძე - ღამის სიზმარი
(კომპოზიტორი: კირიაკოს პაპანდოპულოსი, ტექსტი: ნანა ცინცაძე)
3) წლის მომღერალი ქალი - ნინა სუბლატი - ნაიარევს
(კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: ირაკლი ჩარკვიანი)
4) წლის დუეტი - ანსამბლი „ქართული ხმები" და ნიაზ დიასამიძე - ბეჩა ყირამალა
(კომპოზიტორი: ბორია გუგეშაშვილი)
5) წლის ჯგუფი - გამოუვალი მდგომარეობა - სიყვარული ძნელია
(კომპოზიტორი: ვაჟა დურგლიშვილი, ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)
6) წლის ანსამბლი - „ქართული ხმები" - თავისუფლება ლომთა ხვედრია
(კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი, ტექსტი: ჯანსუღ ჩარკვიანი)
7) ხალხის რჩეული სიმღერა - გელა გურალია - დაბრუნდი
(კომპოზიტორი: ჯუმბერ ამანათაშვილი, ტექსტი: ნანა ცინცაძე)
8) წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა - ნოდიკო ტატიშვილი - ვარდისფერი ნავი
(კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: მანუჩარ მანჯავიძე)
9) წლის საუკეთესო როკ-სიმღერა - გამოუვალი მდგომარეობა - სიყვარული ძნელია
(კომპოზიტორი: ვაჟა დურგლიშვილი, ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)
10) წლის საუკეთესი ჰიპ-ჰოპ სიმღერა - შავი პრინცი - მეძახიან შავს
11) წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა - ანსამბლი „მეტეხი" - ჩემო ფერია
(კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: გიორგი რუხაძე)
12) მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - „ცისფერი ტრიო"
13) რადიო „ფორტუნას" რჩეული - თეატრალურის კვარტეტი - „მარტი"
(კომპოზიტორი: ჯემალ სეფიაშვილი, ტექსტი: ბაჩო რამიშვილი)
14) რადიო „ფორტუნა პლუსის" რჩეული - ჯგუფი „სეიშენი" - შემიყვარდი
(კომპოზიტორი: ლაშა აბზიანიძე, ტექსტი: მაიკო ფუტკარაძე)
15) რადიო „არ დაიდარდოს" რჩეული - ჯგუფი „ბანი" - კავკასიური ბალადა
(სიმღერა: ხალხური, ტექსტი: ამირან ჭიღლაძე)
16) რადიო „ავტორადიოს" რჩეული - კახაბერი და ხანუმები - ღომალე
17) წლის სიმღერა - ანრი ჯოხაძე - განა ყველა ქალი ქალია
(კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: ანრი ჯოხაძე)
18) ტელეკომპანია „MUSIC BOX - ის" რჩეული - ანრი ჯოხაძე - განა ყველა ქალი ქალია
გამარჯვებულებს გადაეცათ ქანდაკება „ოქროს ტალღის" ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)