reportiori.ge - 1943 წელს დაღუპული ქართველის ნეშტი კურსკში იპოვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:53
სხვადასხვა
1943 წელს დაღუპული ქართველის ნეშტი კურსკში იპოვეს
ავტორი:
13 ივნისი, 2015. 21:03


2014 წლის თებერვალში, რუსეთის ქალაქ კურსკის ოლქის სოფელ კარპუნევკაში, სამშენებლო სამუშაოების დროს მიმდინარე გათხრებისას ახალგაზრდა მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელსაც თან საბუთები ჰქონდა.


როგორ გაირკვა, გარდაცვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის მკვიდრი გაიოზ ილარიონის ძე კობიძეა, რომელიც 19 წლის იყო, როცა სამამულო ომში წავიდა და 1943 წლის შემდეგ მის შესახებ არავითარი ცნობა არ მოსულა.


გაიოზი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.


საბუთებთან ერთად ნაპოვნია დედის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც გარდაცვლილს გულის ჯიბეში ჰქონდა.


როგორც სოფელ გუთურის რწმუნებული გიორგი პაიჭაძე აცხადებს, კურსკიდან საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეს რეზო ნაცარიშვილს დაუკავშირდნენ:


ბატონო რეზო გაემგზავრა რუსეთში, ჩავიდა კარპუნევკაში, სადაც გაიოზის ნეშტი ადგილობრივ ეკლესიაში იყო დასვენებული. მოაგვარა ყველა დეტალი და კვირას, ჩვენი სოფლის მკვიდრის ნეშტს თბილისში ჩამოასვენებენ", - განაცხადა პაიჭაძემ.


მისივე ინფორმაციით, ჩამოსვენების ხარჯები რუსეთის ფედერაციამ გაიღო.


დიდ სამამულო ომში დაღუპულ თანამემამულეს, გაიოზ კობიძეს გუთურის სასაფლაოზე ორშაბათს, ძმის გვერდით პატივით დაკრძალავენ. ცერემონიალს სტუმრები რუსეთიდან და თბილისიდანაც დაესწრებიან.


ომში დაღუპულ თანამებრძოლს პატივს ვეტერანებიც მიაგებენ.



წყარო:   gurianews.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016