reportiori.ge - ბერნარდ შოუს 28 ციტატა წუწუნისა და სიზარმაცის საწინააღმდეგოდ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:52
სხვადასხვა
ბერნარდ შოუს 28 ციტატა წუწუნისა და სიზარმაცის საწინააღმდეგოდ
ავტორი:
13 ივნისი, 2015. 22:08


1. სამყარო შედგება უმაქნისებისგან, რომლებსაც უნდათ ფული ჰქონდეთ შრომის გარეშე, და სულელებისგან, რომლებიც მზად არიან იმუშაონ გამდიდრების გარეშე.


2. ცეკვა - ეს არის ჰორიზონტალური სურვილის ვერტიკალური გამოხატვა.


3. ზიზღი - მშიშარას შურისძიებაა, გამოწვეული მის მიერ განცდილი შიშით.


4. ჩვენ არ გვაქვს ბედნიერების გამოყენების უფლება, მისი შექმნის გარეშე.


5. იდეალური ქმარი - ეს არის მამაკაცი, რომელიც მიიჩნევს, რომ მას ჰყავს იდეალური ცოლი.


6. მარტოობის ატანა და მისგან სიამოვნების მიღება - უდიდესი საჩუქარია.


7. გულახდილობა საშიში არ არის, მითუმეტეს, თუ ამ ყველაფერთან ერთად უჭკუო ხარ.


8. ზოგჯერ ადამიანები უნდა გააცინო, რომ თქვენი ჩამოხრჩობის სურვილიდან ყურადღება გადაუტანო.


9. ახლობელი ადამიანის მიმართ ჩადენილი ყველაზე დიდი ცოდვა აუტანლობა კი არა, გულგრილობაა; ეს არის არაადამიაობის ნამდვილი მწვერვალი.


10. ქალები როგორღაც ხვდებიან ვისთან ვუღალატებთ მათ. ზოგჯერ იმდენად ზუსტად, რომ იმასაც ხვდებიან როგორ გავეკეთებთ ამას.


11. არ არსებობს ისეთი ქალი, რომელმაც მოკლედ შეძლო ეთქვა - <<შეხვედრამდე>> და არა ოცდაათი სიტყვით.


12. მარტივია ვნებიან ქალთან ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენთან. თუმცა, მათ ხშირად ახრჩობენ, ვიდრე ტოვებენ.


13. ადაიმიანებს, რომლებსაც არ აქვთ რეალობის ობიექტურად მიღების უნარი, მას ცინიზმს ეძახიან.


14. ის, ვისაც შეუძლია, აკეთებს. ვისაც არ შეუძლია - სხვებს ასწავლის.


15. შეეცადეთ მიიღოთ ის, რაც გიყვართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ შეიყვაროთ ის, რაც მიიღეთ.


16. დაბერება მოსაბეზრებელია, მაგრამ ეს ხანგრძლივი ცხოვრების ერთადერთი საშუალებაა.


17. ერთადერთი გაკვეთილი, რომლის მიღებაც ისტორიიდან შეიძლება, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები არანაირ გაკვეთილს არ იღებენ ისტორიიდან.


18. გაზეთი - ეს არის ბეჭდვითი ორგანო, რომელიც ვერ ხედავს სხვაობას ველოსიპედიდან ვარდნასა და ცივილიზაციის მოსპობას შორის.


19. დემოკრატია - ეს არის საჰაერო ბუშტი, რომელიც თქვენ თავს ზემოთ კიდია და გაიძულებთ ზემოთ აფრინდეთ, სანამ სხვა ადამიანები თქვენს ჯიბეებში იქექებიან.


20. თუ თქვენ გაქვთ ვაშლი, მეც მაქვს ვაშლი და ამ ვაშლებს გავცვლით, მე და თქვენ დაგვრჩება თითო ვაშლი. ხოლო თუ თქვენ გაქვთ იდეა, მეც მაქვს იდეა და ამ იდეებს გავცვლით, მაშინ თითოეულ ჩვენგანს ექნება ორი იდეა.


21. ჯანსაღი აზრი და შრომისმოყვარეობა აკომპენსირებს თქვენში ნიჭის უკმარისობას, შეიძლება იყოთ გენიალურზე გენიალური, მაგრამ სისულელით მთელი ცხოვრება დაიღუპოთ.


22. ჩინები და ტიტულები მოგონილია მათთვის, ვისი დახმარება ქვეყნის წინაშე უდაოა, მაგრამ ამ ქვეყნის ერისთვის უცნობია.


23. ადამიანი აგურივით არის - გამოწვისას მყარდება.


24. რეპუტაცია - ეს არის ნიღაბი, რომლის ტარებაც ადამიანს უწევს ზუსტად ისე, როგორც შარვლისა და პიჯაკის.


25. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს: იქ, სადაც ადამიანებმა არ იციან სიმართლე, ადგილს ავსებენ ვარაუდებით.


26. ჭკვიანი ადამიანი ადაპტირდება სამყაროსთან; უჭკუო ცდილობს სამყაროს ადაპტირება მოახდინოს საკუთარ თავზე. ამიტომ, პროგრესი ყოველთვის დამოკიდებულია უგუნურებზე.


27. მდიდარი ადამიანები, რომლებსაც რწმენა აკლიათ, უფრო საშიშები არიან თანამედროვე საზოგადოებაში, ვიდრე ღარიბი ქალები, რომლებსაც არ აქვთ მორალი.


28. ახლა, როცა ჩვენ ვისწავლეთ ცაში ფრენა, როგორც ფრინველებმა და წყალქვეშ ცურვა, როგორც თევზებმა, მხოლოდ ერთი რამ გვაკლია: ვისწავლოთ დედამიწაზე ცხოვრება როგორც ადამიანებმა.





(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   b2p.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016