reportiori.ge - მამუკა ივანიაძე - პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
სამართალი
მამუკა ივანიაძე - პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 14:11

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განცხადება გააკეთა.

ივანიაძის თქმით, ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა  მისი ნების საწინააღმდეგოდ არის ჩაწერილი.

"ეს ვიდეომასალა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობდა ჩემს წინააღმდეგ. ეს ვიდეო არის 16 ივნისიდან 25 ივნისამდე პერიოდში ციხეში გადაღებული. არ ვიცოდი, რომ მიღებდნენ, თუმცა ოთახში კამერა იდგა", - განაცხადა ივანიაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა ივანიაძემ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის ქვეშ, ივანიაძემ ამ საკითხის კომენტირებისაგან გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე თავი შეიკავა.

მამუკა ივანიაძის ადვოკატი მაია ხუციშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ფარულიჩანაწერია, რომელიც ივანიაძის ნების საწინააღმდეგოდ გაკეთდა.

"რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, განვმარტავ, რომ ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ არის ჩაწერილი, ანუ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ უღებდნენ და იწერდნენ. ივანიაძემ თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთ-ერთი გამოვლინება იმ ზეწოლის, რის გამოც, ჩვენება იქნა მიცემული კირვალიძის მიმართ,"- განაცხადა მაია ხუციშვილმა.

რაც შეეხება დღეს პროკურატურაში დაბარების მიზეზს, როგორც ხუციშვილი განმარტავს, გამომძიებელმა ჩაატარა საგამოძოებო მოქმედება და ივანიაძისგან აიღო ხელნაწერის ნიმუში.

"ერთი გვერდი მოიცავდა ბატონი მამუკას ნააზრების გადმოცემას, მეორე გვერდი კი მოიცავდა, რომ მისცეს მას ნიმუში და ეს ნიმუში გადაწერა", - განაცხადა ივანიაძის ადვოკატმა.

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ ჩვენება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცა, გუშინ კი მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიაძეზე აზეწოლის ფატქს ადგილი არ ჰქონია. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016