რეგიონები
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მერაბ ბათირაშვილი, გაიოზ ბორჩაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული
15 ივნისი, 2015. 04:09
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი მერაბ ბათირაშვილი, გაიოზ ბორჩაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებები სირიაში, ე.წ ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად ხეობიდან ახალგაზრდების ექსპორტის ხელშეწყობას უკავშირდება.
პანკისის პარალელურად დაკავებები თბილისში და თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაშიც მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ ისლამური სახელმწიფოს რიგებში ასამდე პანკისელი მებრძოლია. სხვადასხვა დროს კი სირიაში საქართველოს 13 მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ადგილობრივები ხვალ, 10:00 საათზე საპროტესტო აქციას გეგმავენ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57