„მიდი, ირაკლი, მიდი! ერთხელ მაინც რამე გააკეთე!"- ასე მიმართა მიშა თავხელიძემ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ირაკლი ალასანიას. ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თავის უცენზუროდ მოხსენიებას არავის აპატიებს - „ალასანია და რესპუბლიკელები ბიძინას სჭირდებოდა "ქოცების" ერთგვარი "გაკეთილშობილებისთვის."(დასავლეთზე ორიენტაცია, გამოცდილება, ცნობადობა და ა.შ..) დააკვირდით, იმ პოსტებზე, რომლებზეც ყველაზე დიდ ჩავარდნაა შესაძლებელი, ალასანიას ხალხია: საგარეო, თავდაცვა, ევროპასთან ინტეგრაცია... ამათ შეაწმენდს ხელებს ბიძინა, როცა საჭირო იქნება (არა-იურისტი წულუკიანი არ ითვლება: ის ალასანიას გუნდში აღარ არის.). საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალასანიას დღეები დათვლილი იქნება... მადლობა უნდა თქვას ციხეში თუ არ გაუშვეს. გგონიათ, ბ-ნი ვინმეს საკუთარი თავის უცენზუროდ მოხსენიებას აპატიებს? ალსანიას თუ ასე ჰგონია, ცუდად ჰქონია საქმე!" - წერს მიშა თავხელიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.