reportiori.ge - ბექა მიქაუტაძე: არ მეგონა, ასეთი გულიანი ახალგაზრდობა თუ გვყავდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:24
საზოგადოება
ბექა მიქაუტაძე: არ მეგონა, ასეთი გულიანი ახალგაზრდობა თუ გვყავდა!
15 ივნისი, 2015. 21:59


 

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე „რეპორტიორთან" 14 ივნისის სტიქიის შემდგომ, საბურთალოს რაიონში არსებულ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში, რომლის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს, რამდენიმე ოჯახი გამოსახლებულია და გამგეობის ორგანიზებით, სასტუმრობეში არიან გადაყვანილები.


მიქაუტაძის თქმით, ამ ტრაგედიის ჟამს მოხალისეები და ახალგაზრდობა გამგეობას გვერდში დაუდგა, რაც მისთვის მოულოდნელი და ამავდროულად სასიხარულო იყო.



ბოლო მონაცემებით, ჩიქოვანის ქუჩაზე სახლების შლამებიდან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩიქოვანის ქუჩის პირველი სართულის  მხცოვრებლები გადაყვანილი გვყავს ქირით. 18 ოჯახი, სულ 64 ადამიანი სასტუმროებში  განვათავსეთ.

გუშინ მოსახლეობის დახმარებით, მოვახერხეთ მათთვის პირველადი მოხმარების საგნების, ტანსაცმელის გადაცემა. უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო ყველას, იმიტომ რომ, ეს არის უპრეცენდენტო სოლიდარობის აქცია, რომელშიც ჩართული იყვნენ ახალგაზრდები.  ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი  გულიანი ახალგაზრდობა გვყავდა.  ძალიან მიხარია, რომ ასეთი თაობა იზრდება საქართველოში, რომლებიც 24 საათის განმავლობაში არ შორდებიან აქაურობას, და თვითორგანიზებულები არიან.  ისინი  გვეხმარებიან სახლებიდან შლამის გამოტანაში."- აცხადებს ბექა მიქაუტაძე.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016