საკრებულოს წევრები ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს რამაზ სულამანიძეს შეხვდნენ და საბავშო ბაღებში არსებული პრობლემები განიხილეს, მოისმინეს ის მიზეზები რის გამოც მშობლები ბავშვების ბაღებში რეგისტრირებას ვერ ახერხებენ. რამაზ სულამანიძის განცხადებით სახელმწიფო ბაღებში გადასახადის გაუქმებამ კერძო ბაღებზე მოთხოვნა შეამცირა, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით თბილისის ბაღებს სულ 45 ათასი ბავშვის მიღების პოტენციალი აქვს, მსურველთა რაოდენობა კი 70 ათასია, სულამანიძე გამოსავალს ახალი საბავშო ბაღების მშენებლობაში ხედავს .
„პოტენციურად საბავშო ბაღის ასაკის ბავშვი არის დაახლოებით 70 ათასი, შესაბამისად აქ რაიმე ხელოვნურობაზე და რაიმე ბარიერებზე საუბარი ზედმეტია. ფაქტი არის ერთი საჭიროა ახალი ბაღების აშენება, დაახლოებით 30-40 ბაღი არის ასაშენებელი რაც 70 მილიონი ლარის ინვესტიციას საჭიროებს ამ სფეროში,"-განმარტავს სულამანიძე.