reportiori.ge - სოფელ ხურვალეთში მაესტროს ჟურნალისტს ცეცხლის გახსნით დაემუქრნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
კონფლიქტები
სოფელ ხურვალეთში მაესტროს ჟურნალისტს ცეცხლის გახსნით დაემუქრნენ
27 ოქტომბერი, 2013. 18:04

დღეს  დაახლოებით 15 საათსა და 10 წუთზე „მაესტროს" ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის ჩართვისას პირდაპირ ეთერში ინციდენტი მოხდა. თინიკაშვილი შიდა ქართლში არჩევნების მიმდინარეობაზე საუბრობდა, ის  ცხინვალის რეგიონის სოფელ ხურვალეთში ე.წ. საზღვარზე გავლებული მავთულხლართებთან იმყოფებოდა, როცა ოსური სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა მიუახლოვდა.

მანქანაში მსხდომმა სამმა პირმა „მაესტროს" ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც "მაესტროს" კორესპონდენტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, მას ერთ-ერთი პირი „ცეცხლის გახსნითაც დაემუქრა", თუ ოპერატორი მათი მიმართულებით მიატრიალებდა კამერას. გადამღებ ჯგუფს მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილის მეუღლე გამოესარჩლა, თუმცა მანქანაში მყოფმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მასაც მიაყენეს.

ინციდენტიდან ერთ საათში ტელეკომპანიამ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი კადრები, მათ შორის ის მასალაც, რაც მანამდე პირდაპირ ეთერში არ მოხვდა. 

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ამოქმედდა ცხელი ხაზი. 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016