საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა ბრიფინგი გამართეს. საუბარი სასამართლოს პრობლემებსა და ადვოკატთა უფლებებს შეეხო.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სრულად ვითვალისწინებ და ვითავისებ პასუხისმგებლობას, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის ადვოკატურას გააჩნია. ამიტომაც ჩემს უპირველეს მოვალეობად მივიჩნევ, გავაკეთო ყველაფერი როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკურ დონეზე, რათა ადვოკატებს თანაბარი პირობები ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაფუძნებაზე, სანამ საქართველოს ადვოკატებს არ ექნებათ შესაბამისი უფლებები, საუბარი არის ფუჭი. სამწუხაროდ ეს ტენდენცია რომ გრძელდება, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, როდესაც ადვოკატთა ასოციაცია, მისი ხელმძღვანელის მეთაურობით იძულებულია საქართველოს პარლამენტის წინ ყურადღების მისაპყრობად ბორკილებ- დაბნეულებმა ჩაატაროს აქცია. „-განაცხადა თარგამაძემ.