reportiori.ge - ვინ აუნაზღაურებს ავტომფლობელებს ზარალს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 08:33
საზოგადოება
ვინ აუნაზღაურებს ავტომფლობელებს ზარალს?
ავტორი: ანა ნოდია
17 ივნისი, 2015. 12:46


სტიქიის შედეგად ასობით ავტომობილი დაზარალდა. ვინ აანაზღაურებს ავტომფლობელების ზარალს? რა როლი აქვთ ამ დროს კერძო სადაზღვევო კომპანიებს? ამ შეკითხვით „რეპორტიორმა" კრიზისების მართვის საბჭოს მიმართა. როგორც საბჭოს პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, ჯერ უცნობია დაზარალებული ავტომობილების ზუსტი რაოდენობა:

 

„ინფორმაციას აჯამებს მერია, რომელიც შემდეგ ჩვენ გვაწვდის. ზარალთან დაკავშირებით მერიის სამსახურები მუშაობენ", - განაცხადეს კრიზისების მართვის საბჭოს პრესსამსახურში.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ საცხოვრებელ სახლებზე და ადამიანების დაბინავებაზეა:

 

„მანქანებზე ჯერ არ არის საუბარი. ადამიანებს ჯერ სახლები უნდა აუნაზღაურდეს. ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი, უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ამის შემდეგ იქნება საუბარი ავტომობილებზე. აღრიცხვას რაც შეეხება, 112-ის სამაშველო მანქანებს გაჰყავთ ავტომობილები და სტატისტიკა მათ ეცოდინებათ", - განუცხადეს „რეპორტიორს" მერიის პრესსამსახურში.


112-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია და ვაკე-საბურთალოს გამგეობაში იქნება ავტომობილების ზარალის შესახებ სტატისტიკა.


როგორც საბურთალოს გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, თუკი ავტომობილი დაზღვეულია, სადაზღვევო კომპანიის კომპეტენციაა ზარალის ანაზღაურება. დაუზღვეველი ავტომობილის შემთხვევაში კი, შეიქმნება კომისია და იქ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

 

„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რამდენი მანქანაა ამოყვანილი. გამგეობაში იქნება ეს სტატისტიკა. დღის ბოლოსთვის მეცოდინება. მანქანის ზარალს რაც შეეხება, თუ მანქანა დაზღვეულია, რა თქმა უნდა, სადაზღვევომ უნდა აანაზღაუროს. იმ შემთხვევაში, თუკი არ არის დაზღვეული, შეიქმნება კომისია და ამ თემაზე იმსჯელებენ", - განაცხადა მიქაუტაძემ „რეპორტიორთან" საუბარში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016