2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრის კალათების შემადგენლობა უკვე ცნობილია. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო, მეექვსე კალათში გადაინაცვლა.
პირველი კალათი: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, უელსი, ესპანეთი, ხორვატია.
მეორე კალათი: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია.
მესამე კალათი: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი.
მეოთხე კალათი: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, ესტონეთი.
მეხუთე კალათი: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელორუსია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა.
მეექვსე კალათი: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, საქართველო, მალტა, სან-მარინო, ანდორა.
შეგახსენებთ, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრაზე მეოთხე კალათში ვიყავით.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 25 ივლისს, სანკტ-პეტერსბურგში გაიმართება, შესარჩევი ეტაპი კი 2016 წლის შემოდგომაზე აიღებს სტარტს.