ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი და მევიოლინე, ლიზა ბათიაშავილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს.
„28 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად დედამიწის ერთერთი ყველაზე წარმატებული მევიოლინე, შეუდარებელი მუსიკოსი და ჩემი უძვირფასესი მეგობარი - ლიზა ბათიაშვილი დაუკრავს.
გადავწყვიტეთ ყველა იმ მსურველს ვინც სკოლისა და სტუდენტის ასაკისაა და სალაროში შესაბამისი სტუდენტობის ან მოსწავლეობის მოწმობას წარადგენს ორშაბათიდან სპეციალური ფასით 10 ლარად შეიძენს ბილეთს (იგივე ბილეთები ჩვეულებრივ შემთხვევაში 15-65 ლარი ღირს).
ცხადია შემოსავალს მივადევნებთ თვალყურს, ვმსჯელობთ თუ რა სახის დახმარება იქნება ჩვენგან საჭირო და გამოსადეგი...
დიდი იმედი მაქვს ორშაბათიდან სალაროში, ხოლო უკვე დღეიდან ბილეთები.ჯი-ზე შეიძენთ ჩვენი აქცია-კონცერტის ბილეთებს და მოგვეხმარებით, რომ თქვენთან ერთად შევძლოთ გავაკეთოთ სიკეთე. თქვენ კი მოისმენთ გენიალურ ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს ასევე გენიალური შესრულებით.
დარბაზში უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეებიც გვეყოლებიან და მათ მოფერებასაც ერთად შევძლებთ!
გელოდებით! დიდი მადლობა თანადგომისთვის,
სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის!
ჩ ვ ე ნ ვ უ კ რ ა ვ თ თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს ! ! !"- წერს ნიკოლოზ რაჭველი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)