reportiori.ge - დიანა ლიპარტელიანი: მთავრობის თავდაუზოგავობის არდანახვა - ჩვეულებრივი ადამიანური უმადურობა მგონია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დიანა ლიპარტელიანი: მთავრობის თავდაუზოგავობის არდანახვა - ჩვეულებრივი ადამიანური უმადურობა მგონია!
ავტორი:
18 ივნისი, 2015. 04:41


გუშინ, ხალხი პანიკაში რომ იყო ჩავარდნილი და ხან პანტერას რომ ხედავდნენ სარდაფში და ხან იაგუარს - ფანჯარაზე, დავინტერესდით, კონკრეტულად, რამდენი მტაცებელი ცხოველი ჰყავდა თბილისის ზოოპარკს, ამათგან რამდენი იყო დამხრჩვალი, რამდენი - მოკლული, რამდენი - ვოლიერში და ასევე, უმთავრესი - ცოცხალი მტაცებელი, გადაადგილდებოდა თუ არა ქალაქში, თავისუფლად.

როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, დავუკავშირდი თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მზია შარაშენიძეს. საუბრის დასაწყისში ჩამოვუყარე საკითხები და ვკითხე - ვინ დამელაპარაკებოდა ამ თემაზე. მიპასუხა, რომ თვითონ შეეძლო ესაუბრა ამ საკითხის ირგვლივ.

 

 

მზია შარაშენიძემ, საუბრისას, გარკვევთ მითხრა, რომ თბილისის ზოოპარკს ჰყავდა 6 ვეფხვი, ამათგან 4 - უსურიის და 2 თეთრი ვეფხვი. ამაზე საუბრობდა წარსულ დროში. ეს საუბარი მიმდინარეობდა 16 ივნისს, დაახლოებით საღამოს 8 საათისკენ.

მე, როგორც ჟურნალისტმა, როგორც მოქალაქემ, (როგორც უბრალოდ ადამიანმა!) დავიჯერე ის, რაც თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მითხრა, იმიტომ, რომ მასზე კომპეტენტური იმ საკითხში წესით და რიგით არავინ არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ სამსახურს, მესამე პირებთან ურთიერთობაში ეს ადამიანი წარმოადგენდა და მას, უბრალოდ არ ჰქონა უფლება, გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

მასალის წერის პროცესში ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოზე აღმოვაჩინე, რომ იგივე მზია შარაშენიძე, ჩვენი საუბრიდან რამდენიმე საათით ადრე საუბრობდა იმ მტაცებელ ცხოველებეზე, რომლებიც ქალაქში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. კვლავ დავურეკე შარაშენიძეს და გავუმეორე კითხვა, - იყო თუ არა საშიშროება მტაცებელი ცხოველების მხრიდან? მან მტკიცებით ფორმაში მითხრა, რომ მსგავსი საშიშროება არ არსებობდა და ხალხს პანიკის საფუძველი არ ჰქონდა.

 

 

17 ივნისს, ვეფხვმა 40 წლის მამაკაცი ისხვერპლა... ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ, მთელს ქვეყანას...

 

 

ამ ფაქტის შემდეგ, თვალყურს ვადევნებ საზოგადოების გამოხმაურებებს. შეფასებები, ძირითადად უტიფარი და უსაფუძვლო უფრო სჭარბობს, ვიდრე - სამართლიანი.

რა არ მოვისმინე და წავიკითხე... მათ შორის ისიც, რომ თურმე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პრემიერს კი არ ვიცავ, მაგრამ პრემიერს და საერთოდ, კრიზისებს მართვის საბჭოს ხომ ვიღაც აწვდის ამ ინფორმაციას, ეს ვიღაც ხომ არის თბილისის ზოოპარკის დირექტორი?! ჰოდა, უშუალოდ ხელმძღვანელი რომ გაწვდის ინფორმაციას, ვინ უნდა დაუყენო მას კონტროლად, აი, მართლა მაინტერესებს. მასზე სარწმუნო ვინ შეიძლება ყოფილიყო, საფუძვლიანად არ მესმის. რატომ არ უნდა დაეჯერებინათ ზოოპარკის დირექტორისთვის?!

 

 

მეორე კიდევ - ზეწოლა ხორციელდებოდა ზოოპარკის ადმინისიტრაციაზე, რომ პანიკა არ ამტყდარიყო იმ შემთხვევაში, თუ იტყოდნენ, რომ ქალაქში მტაცებელი ცხოველები გადაადგილდებოდნენო. აი, ეს არგუმენტი, ყველაზე დიდი უაზრობა მგონია და რატომ იცით? შექმნილ მდგომარეობაში, რომელი არაადამიანი განახორციელებდა ზეწოლას ვინმეზე, თუ ამას გააკეებდა ხელისუფლებიდან ვინმე, რა გარანტია უნდა ჰქონოდა, რომ ეს მათ პოლიტიკურ ოპონეტებამდე არ მივიდოდა და კიდევ, თუ ასე მარტივად შესაშინებელი ხარ, თუ საკუთარი "ტყავი", თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე მეტად გადარდებს და საზოგადოება შეცდომაში შეგყავს - ყველაფრის ღირსი ხარ!

 

 

ურემი რომ გადაბრუნდა, ბევრმა მაშინ დაინახა გზა და ახლა გაჰყვირიან, არა - ისე უნდა მოქცეულიყო მთავრობა და არა, ასეო. რომ მოხდება, მერე კი ბატონო, ადვილია საუბარი. თუ ამ საფრთხეს ხედავდით, გესაუბრათ უბედურებამდე. და საერთოდაც, შესაძლოა, რიგ საკითხებში უუნაროა ეს მთავრობა, მაგრამ მათი ადამიანურობის და ამ სტიქიური უბედურების დროს გამოვლენილი თავდაუზოგავობის არდანახვა - ჩვეულებრივი ადამიანური უმადურობა მგონია და მეტი არაფერი!

 

 

P.S. შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი მოსაზრებები, ისევე როგორც მე გამაჩნია უამრავი კითხვა ამ საკითხის ირგვლვ, მაგრამ ქვეყნის და პოლიკიტური პარტიების სიყვარული ერთმანეთში ნუ აგერევათ, მეგობრებო.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016