reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: ჯფუგ „პლაცებოს“ ჩამოსვლას საქართველოში, აუცილებლად გავაპროტესტებთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:18
საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი: ჯფუგ „პლაცებოს“ ჩამოსვლას საქართველოში, აუცილებლად გავაპროტესტებთ!
18 ივნისი, 2015. 20:39



არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი ჯგუფ „პლაცებოს" წევრის განცხადებას, სტიქიის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ბინადრის, ბეჰემოთის ქალაქში გაქცევის შესახებ უარყოფითად აფასებს და „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავად ფესტივალსა და ამ ჯგუფის თბილისში ჩამოსვლას აუცილებლად გააპროტესტებს.



„ვინ არიან ფესტივალ „ალტერვიზიას" ორგანიზატორები? ესენი არიან იმ  ძველი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში ხალხს აუბედურებდნენ. ვერეს ხეობის დატბორვის შემთხვევაშიც უგულავა იყო დანმაშავე და ფესტივალის სულის ჩამდგმელიც გიგი უგულავაა.

 

საერთოდ არ მივაქცევდი ამას ყურადღებას, რომ არა ერთი ფაქტი. სწორედ ამ ტრაგედიის შესახებ, ერთ-ერთი ფსტივალის მონაწილე, ჯგუფ „პლაცებოს" წევრი გამოვიდა ძალიან ცუდი განცხადებით.

 

იგი გასაჭირში მყოფ ქართველ ხალხს დასცინის და გმირთა მედანზე მყოფი ბეჰემოთის ფოტოზე წერს, რომ ერთი სული აქვს, როდის მიიღებს ამ ცრიკში მონაწილეობას. რეალურად მან ჩვენი ტკივილი და ეროვნული ტრაგედია არ გაიზიარა და ეს ჩემ აზრით ვანდალური ფაქტი უფრო არის, ვიდრე ხელოვანის განცხადება.

 

მიმაჩნია, რომ ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები ამ ფესტივალის მიმართ და პროტესტი გაოვუცხადოთ.

 

ჩვენ, რამდენიმე არასამთავტრობო ორგანიზაცია აუცილებლად მივიღებთ ზომებს და გავაპროტესტებთ ჯგუფ „პლაცებოს" ჩამოსვლას."- განაცხადა სადღობელაშვილმა.




ჯგუფ პლაცებოს ბასისტმა, შტეფან ოლსდალმა, სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ბეჰემოტის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ეს არის თავისუფალი ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში. პლაცებო იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ცირკს".


მოგვიანებით მან ფოტო წაშალა და მის ნაცვლად ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც საკუთარი საქციელი განმარტა.


"მე ვერ გავიაზრე მომხდარის რეალური ეფექტი,"- წერს შტეფან ოლსდალი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016