შოტლანდიაში, აბერდინის უნივერსიტეტის ექსპერტების კვლევების მიხედვით, ყოველდღიურად შოკოლადის ზომიერი ოდენობის მიღება გულის დაავადებების ამოქმედების და ინსულტის რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
მეცნიერები 20 ათასზე მეტ საშუალო ასაკის და მოხუცი ადამიანების კვების ჩვევებს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და კიდევ ერთხელ დაასკვნეს, რომ შოკოლადი გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა.
დაკვირვების შედეგები აჩვენებდა, რომ ის ადამიანები, ვინც შოკოლადის თუნდაც ერთ ფილას მიირთმევდნენ დღის განმავლობაში, 11%-ით ნაკლებად იყვნენ კარდიოლოგიური დარღვევების მატარებლები და 23%-ით დაბალი იყო მათთან ინსულტის რისკი, ვიდრე ის ადამიანები, ვინც შოკოლადს იშვიათად მიირთმევდა.
არსებობს მოსაზრება, რომ შავი შოკოლადი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე რძიანი შოკოლადი. თუმცა აღმოჩნდა, რომ პოზიტიური შედეგები თეთრ შოკოლადსაც აქვს. კვლევაში გამოიკვეთა, რომ 40-დან 75 წლამდე ცდის პირები ყველაზე ხშირად, სწორედ თეთრ შოკოლადს მიირთმევდნენ.
წყარო - abdn.ac.uk