შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები სამუშაოზე არ დადიან. ამის ამსახველი ვიდეო-მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 23 ივლისს გადაიღო. გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე, პირველი მოადგილე თენგიზ გოგიაშვილი, მოადგილეები - ბადრი ბასიშვილი, ალექსი გოგლიძე და გიორგი კვიწინაძე ჟურნალისტებს კაბინეტში არ დახვდნენ.
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თამარ მურალოვას თქმით, აპარატში არდადეგებზე გასვლის, ან შვებულების შესახებ დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია არ შესულა. პრეს-სამსახურის ნათია ომაძისთვის უცნობია, რატომაა დაკეტილი ხელმძღვანელი პირების სამუშაო ოთახების კაბინეტები.
მიუხედავად სამსახურში არგამოცხადებისა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ყოველთვიურად პრემიებს იღებენ.