reportiori.ge - 10-დოლარიანი ბანკნოტა ქალის პორტრეტით დაიბეჭდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:46
სხვადასხვა
10-დოლარიანი ბანკნოტა ქალის პორტრეტით დაიბეჭდება
ავტორი:
19 ივნისი, 2015. 19:14



უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკულ ქაღალდის ფულზე ქალის პორტრეტი არ დაბეჭდილა.


ოთხშაბათს, 17 ივნისს, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა ახალი იდეა წარუდგინა საზოგადოებას, რომლის მიხედვითაც, 10-დოლარიანზე აშშ-ს ფინანსთა პირველ მინისტრს ალექსანდრე ჰამილტონს ქალის პორტრეტი შეცვლის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ის ქალი, რომლის გამოსახულებაც ამერიკის ისტორიაში მეორედ დაიბეჭდება დოლარზე. აღსანიშნავია, რომ ჰამილტონის სურათი 10-დოლარიანზე დარჩება, ოღონდ მცირე ზომით.



დოლარი ახალი სახით 2020 წელს წარსდგება მომხმარებლის წინაშე. ამერიკის ხაზინამ გადაწყვიტა, დღე ქალებისთვის მნიშვნელოვანი თარიღის 100 წლის იუბილეს დაამთხვიოს. 1920 წელს ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება პირველად მიიღეს.



უკანასკნელი ქალი, რომელიც ამერიკულ ბანკნოტზე იყო გამოსახული, მართა ვაშინგტონია. ის  ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე და ქვეყნის პირველი „პირველი ლედი" იყო.



ქალები ამერიკის ისტორიის დაწყებისთანავე მნიშველოვან როლს ასრულებენ ჩვენს ისტორიასა და ნაციონალურ ცხოვრებაში. ესაა სიმბოლური გამოხატვა იმის, თუ როგორი მნიშვნელოვანია სიმბოლოები", - განაცხადა ამერიკის ხაზინის მდივანმა ჯეკ ლაუმ.



2014 წლის ივლისის ბოლოს, კანზასის შტატიდან პატარა გოგონამ ამერიკის 44-ე პრეზიდენტს ბარაკ ობამას წერილი მისწერა და ჰკითხა, რატომ არ იყვნენ ამერიკულ ვალუტაზე ქალები გამოსახულნი. მოგვიანებით ობამამ საზოგადოების წინაშე წარდგენისას გაიხსენა ეს წერილი და აღნიშნა, რომ პატარა გოგონამ მას ქვეყნის ისტორიაში არსებული მნიშვნელოვანი ქალების გრძელი სია მიაწოდა.



ამერიკულ დოლარზე ქალის პორტრეტების გამოქვეყნება ნამდვილად კარგი იდეაა", - დასძინა პრეზიდენტმა.



წყარო - goodnews.ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016