reportiori.ge - „ჭკვიანი ადამიანების პრობლემა სახელმწიფო სტრუქტურაში“ – ნაწყვეტი რომანიდან „დათა თუთაშხია“...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:28
სხვადასხვა
„ჭკვიანი ადამიანების პრობლემა სახელმწიფო სტრუქტურაში“ – ნაწყვეტი რომანიდან „დათა თუთაშხია“...
ავტორი:
19 ივნისი, 2015. 21:09




გრაფი სეგედი : „...შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ კაცობრიობას ნამდვილი ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამას "ჭკვიანი კაცების პრობლემა" ჰქვია, მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი "გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც" - კაცობრიობის უდიდესი ჭირი.


შემჩნეულია, რომ სახელმწიფოს მართვისათვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ კიდეც მიზანს - მართვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს.


მე ბევრი მიფიქრია ასეთთა წარმატების ბუნებასა და მიზეზებზე; მგონი, არ ევცდები, თუ ვიტყვი, რომ ყოველივე ეს, ძირითადად, მანიაკობიდან მოდის: როცა კაცს თავისი უპირატესობა უყოყმანოდ ფანატიკურად სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყველა საქციელი თავხედობამდე გაბედულია. ეს ცნობილია. თავხედობა გოდოლებს მუსრავს, მაგრამ დაპყრობილის შესანარჩუნებლად არ კმარა, - იქ ჭკუა, განზოგადების უნარი, შემოქმედებაა საჭირო, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავიდანვეა გამორიცხული, - ჩვენ ხომ შეზღუდულ კაცებზე გვაქვს საუბარი. ამდენად, გოდოლი შედარებით მალე გადადის ხოლმე სხვის ხელში და ,,კაცობრიობის უდიდესი ჭირი" ქრონიკულ ხასიათს იღებს. საქმე ის არის, რომ თუნდ ერთხელ და თუნდ მოკლე ხნით მაღალ თანამდებობაზე ნამყოფი კაცისა ყველას ეშინია - სხვათა ცოდვები იცის, ესენი იძულებული არიან, წაბორძიკებულს მხარი დაუჭირონ. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვით, ჭკვიანი კაცების ნაკლებობის პრობლემაც ქრონიკულია და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთი შეზღუდულის ადგილზე მეორე შეზღუდულმა მოიკალათოს. ასეთ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებს ცნობილი ცოდვილის შენარჩუნება ურჩევნიათ უცნობი ჭკვიანის დაწინაურებას. ამიტომ შეზღუდულისთვის რომელიმე სავარძლის დაკარგვა მხოლოდ სხვა, ხშირად, უმჯობესის მიღებას ნიშნავს.


ასე გრძელდება იქამდე, სანამ ეს კაცი სოფლად გახიზვნასა და სატაცურის მოყვანას გადაწყვეტდეს ან უმჯობეს სამყაროში გადასახლდებოდეს. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რაღა თქმა უნდა, ერისა და სახელმწიფოს კისერზე გადადის, მთავარია, რომ სანამ ერთი მანიაკის წასვლის ჟამი დაჰკრავდეს, სხვა მანიაკების შემოჭრა-დამკვიდრება ძველებურადვე ხორციელდება. ეს უწყვეტი პროცესია და არა ცალკეული შემთხვევები - ამაში მდგომარეობს "შეზღუდული კაცების პრობლემა", - შეზღუდული კაცებისა, თორემ გულწრფელი ან გაიძვერა კარიერისტების საქმე სხვაა..."



http://www.4motivi.com/





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016