„საქართველოს რკინიგზა" დღეიდან თბილისი-მახინჯაური-თბილისის ელექტრომატარებელზე (#852/851) ახალ, მოდერნიზებულ ელექტრომატარებლის ოთხ ვაგონიან შემადგენლობას ამატებს.
„საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, გადაწყვეტილება მგზავრთა ნაკადის მომატების გამო და ბილეთების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით მიიღეს.
„საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს თითო მიმართულებით დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს. რეისები შესრულდება მოქმედი განრიგით, რომელიც საკმაოდ კომფორტულია შავი ზღვის სანაპიროზე დასვენების მსურველთათვის. მატარებელის თბილისის ცენტრალური სადგურიდან გასვლის დროა 07:30, ხოლო მახინჯაურში მატარებელი 12:52 იქნება. მახინჯაურიდან მატარებელი გამოვა 17:40 და თბილისში 22:55 იქნება. ს.ს. "საქართველოს რკინიგზა" გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას", - აცხადებენ კომპანიაში.